ხმლის ჭრა : « არჩევანი » იოკომენ უჩისა და შომენ უჩის შორის

ეს ტექნიკური სტატია გაგრძელებაა სტატია 75-ისა. აქ ვცდილობთ, კუმიტაჩი n°5-ის კონკრეტულ მაგალითზე, გამოვკვეთოთ კავშირი, რომელიც შომენსა და იოკომენს შორის არსებობს.

იმისათვის, რომ გავიგოთ შომენსა და იოკომენს შორის არსებული ეს კავშირი, შემდეგი ორი ელემენტი უნდა გავითვალისწინოთ:

  • მააი, ანუ სივრცისა და დროის ის ინტერვალი, რომელიც უჩი-ტაჩის უკე-ტაჩისაგან აშორებს,
  • გახსნა, ვინაიდან სწორია, რომ დარტყმით შესვლა მხოლოდ მაშინაა შესაძლეელი, როცა საპირისპირო დგომი იხსნება.

მეხუთე კუმიტაჩის პირველი თვლა ნათელი მაგალითია იმ ურთიერთკავშირისა, რომელიც ორი ხმლის ერთმანეთთან დაპირისპირებისას წარმოიშვება.
თუკი უჩი-ტაჩის შეუძლია სუბური n°1-ის შომენით შეუტიოს, ეს იმიტომ ხდება, რომ მანძილია მოკლე და მას წინ ნაბიჯის გადადგმა არ სჭირდება (თორემ მაშინ სუბური n°5-ის იოკომენით შეტევა დასჭირდებოდა). თუმცა ამასთან იმიტომაც, რომ უკე-ტაჩის ხმლის წვერი აღარ « კეტავს » ცენტრალურ ღერძს, როგორც ეს ჩუდანის დგომისთვისაა დამახასიათებელი და გახსნაც სწორედ ასე ხორციელდება.

არ შეგვეშალოს - თუკი უკე-ტაჩის ხმლის წვერი აღარ კეტავს მისი სხეულის ცენტრალურ ხაზს, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მას დგომი არ უვარგა. ეს არც იმიტომ ხდება, რომ ის მოჩვენებითად ხსნის შესასვლელს, რათა უჩი-ტაჩი ხაფანგში შეიტყუოს, მოჩვენებითად არაფერი ხდება აიკიდოში. არა, უკე-ტაჩის ხმლის წვერი იმიტომ იხრება გვერდზე, რომ ეს უკანაკნელი იოკომენით შეტევას აპირებს და სწორედ ამის გამო ტოვებს მისი ხმალი ვერტიკალურ ხაზს იოკომენის ბრუნვის დასაწყებად. ამგვარად გარდაუვლად გადის წვერი მარჯვნისაკენ. უჩი-ტაჩი შეტევით შედის ამ შესასვლელში, ამიტომაც აგვიანებს ის უკე-ტაჩისთან შედარებით და სწორედ ამის გამო აქვს იოკომენს შანსი, რომ შომენზე ადრე მიაღწიოს სამიზნეს.

იმის საპირისპიროდ, რაც ერთი შეხედვით ჩანს, გამოდის, რომ უკე-ტაჩის იკომენი კი არ პასუხობს უჩი-ტაჩის შომენს, არამედ პირიქით, უჩი-ტაჩის შომენი პასუხობს უკე-ტაჩის იოკომენს.

ამასთან, « გადაწყვეტილების » წამი მეტად სუბტილურია. წამის მეათედებში ხდება და იმდენად ეფემერულია, რომ შეუძლებელია ერთ ან მეორე მხარეს მიანიჭო პირველი შეტევის განზრახვა. ილუზორული იქნებოდა, გვეფიქრა, რომ აქ შეტევისა და თავდაცვის ტერმინებით შეიძლება მსჯელობა. სწორედ ამიტომ არ არის მართებული აიკიდოს წარმოჩენა თავდაცვის ხელოვნებად.

აზრი, რომ შეტევა და თავდაცვა ცალ-ცალკე ცნებებია, მხოლოდ იმ სამყაროშია ფასეული, სადაც დუალობა წესადაა დამკვიდრებული. აიკიდო კი სწორედ იმ სამყაროს წარმოგვიჩენს, სადაც დუალობა უფრო სიღრმისეული ერთიანობის გარეგანი და ზედაპირული წახნაგია.

ამიტომაც შომენი და იოკომენი ერთი საბრძოლო ფორმის ურთიერთშემავსებელ ელემენტებად უნდა გავიზაროთ. ეს ფორმა კი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ეს ელემენტები ერთმანეთს ერწყმის ერთიანი რეალობის გამოსახატავად. ჩინელები ამას ინსა და იანს უწოდებენ, ო-სენსეი კი უპირატესად კამიმუსუბისა და ტაკამიმუსუბის ღვთაებათა ურთიერთქმედებად მოიხსენიებდა.

თუკი აუცილებლად უნდა ითქვას, უჩი-ტაჩისა და უკე-ტეჩისაგან რომელი დარჩება ცოცხალი ამ შერკინებისას, ერთადერთი შესაძლო პასუხი ასეთია: გამარჯვებული ისაა, ვისი გონებაც კამიმუსუბისა და ტაკამიმუსუბისთან ყველაზე ახლოს ცეკვავს.

ბონუსი: კუმიტაჩი n°5 შესრულებული 360°-ით

გაგახსენებთ სტატიებს 41-დან 48-მდე, სადაც კუმიტაჩი n°5 დაწვრილებითაა განმარტებული.
ეს ვიდეო შეავსებს სერიას და გვიჩვენებს მუშაობის შესაძლო ხერხს კუმიტაჩის ექვსი დარტყმაზე მხოლოდ ოთხ მოწინააღმდეგესთან ერთად.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის ნოემბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/xmlis-chra-archevani-iokomen-uchisa-da-shomen-uchis-shoris
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)