უშირო რიოტე დორი კოში ნაგე


აიტე მეორე ხელის დასაჭერად ნაგეს ზურგსუკან შედის. ამისათვის ორი ნაბიჯი სჭირდება. თუ მხოლოდ ერთ ნაბიჯს გადადგამს, ვერ გააკონტროლებს ნაგეს და შეიძლება მოხვდეს როგორც მისი მარჯვენა იდაყვი, ისე მარჯვენა ფეხი ან თავი.


ასწიეთ მარჯვენა ტეკატანა...


... თქვენ წინ...

...და აიტეს მარჯვენა ხელი ისე გადაიტარეთ თავს ზემოთ, თითქოს წინ აწვებოდეთ კოკიუ ჰოს დროს.


ო-სენსეი, სიმეტრიული ხედი

მნიშვნელოვანია, საკმარისად მიაწვეთ, რათა აიტეს მარჯვენა ხელი თქვენი მარცხენა მხრის ქვევით ჩამოვიდეს. თუ აიტე ძალიან მაღლაა თქვენს მხართან, წონასწორობას არ დაკარგავს და, თქვენს ზურგზე ჩაცურების ნაცვლად, მთელი თავისი წონით დაგაწვებათ. გდება აიტეს წონასწორობის კარგვის წინა მხარეს დაასრულეთ.

ამ სტადიაზე თქვენი მარცხენა ფეხი თქვენს სხეულს უკნისკენ უნდა მიაწვეს. აქ უნდა გქონდეთ შეგრძნება, რომ აიტეს სხეული ზევიდან გადაიტაროთ და არა აიკიდოთ ზურგზე. ის თქვენი ზურგის ქვედა მხარეს უნდა ჩაცურდეს.

თითქოს ერთგვარად უნდა მოცელოთ აიტე თქვენი სხეულის გამოყენებით.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ushiro-riote-dori-koshi-nage?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)