უე კარა შიტა მადე / შიტა კარა უე მადე...???

აიკიდოში მოვარჯიშეები ძალიან მალე აწყდებიან გაუგებარ და ჰერმეტულ სიტყვათა მარაგს. გამოთქმები უე კარა შიტა მადე და შიტა კარა უე მადე ამ რთული გამოთქმების ნაწილს შეადგენს, თუმცა აქამდეც რომ არ მივიდეთ, თვით ტაი ნო ჰენკაც სპეციფიკური ლექსიკონიდან მომდინარეობს:

კოტაიში როდესაც ჰიდარი ჰანმიში ტაი ნო ჰენკა გინდათ გააკეთოთ, ფეხის თითები აუცილებლად ერთ ხაზზე უნდა იყოს უკეს ფეხის თითებთან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ტაი ნო ჰენკა უზრუნველყოფს, რომ სირთულეები აღარ გქნებათ არც ერთი ურა მოძრაობის დროს: იკიო ურა, სანკიო ურა, ..., მაგრამ მთავარია, რომ წინა პლანზე ირიმი-ტენკანის პრინციპი გამოდის...

აი, რის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მოვარჯიშეები...

სამწუხაროდ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ რომელიმე მოვარჯიშეს შეუფერხდეს წინსვლა, თუკი მას არა აქვს შეთვისებული ის, რასაც „აიკიდოს საერთო ლექსიკონი“ ეწოდება, ანუ არ იცის შეტევების, ილეთების, ანდა დგომების სახელდოდებები... და ვიდრე არ ისწავლის, ვერ გადალახავს ერთგვარ ზღურბლს.

დღეს სიადვილისთვის ტექნიკური კატალოგები არსებობს. მუდამ ასე არ იყო და ამიტომ სხვებს ჩვენამდე უჭირდათ იმის დახსომება, რასაც ხედავდნენ და ასწავლიდნენ. იმდენად, რომ ილეთები ისე დაშორდა და გაიყო ერთმანეთისგან, რომ უკვე სახელები დაერქვა. სწორედ ამიტომ გამოეყო ირიმი ნაგე, უდე კიმე ნაგე და ა. შ. კოკიუ ნაგეების დიდ ოჯახს. წლების სვლასთან ერთად ილეთების ნამდვილი კატალოგიც გაჩნდა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად კვლევა ჩატარდა, სირთულე მაინც აშკარად დარჩა. წინსვლისათვის მოვარჯიშე ლექსიკონის ამ კონცხს უნდა გასცდეს და ამა თუ იმ ტექნიკის ფორმა და სახელწოდება ერთმანეთს უნდა დაუკავშიროს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საიტზე დაგვედო ტექნიკათა მაქსიმალური რაოდენობა და მათთვის რაც შეიძლება უზუსტესი სახელი მოგვერგო, რათა ყოველგვარი ეჭვის საფუძველი გაგვექარვებინა. ეს იმისთვის, რომ მოვარჯიშეს შეეძლოს ნებისმიერი ილეთის პოვნა მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ანდა პირიქით, სახელი ეპოვა ამა თუ იმ ილეთისთვის...

ჯერჯეობით გთავაზობთ ილეთებს წინიდან ჩაჭიდებით, რომლებსაც საბაზო ტექნიკა ეწოდება, რადგან ეს სამუშაო მოეთხოვება მოვარჯიშეს 1-ელ დანზე. შემდგომ წარმოგვიდგენია მუშაობა უკნიდან ჩაჭიდებებზე და დარტყმებზე (შესაბამისად, მე-2 და მე-3 დანის გამოცდებისთვის). შესაძლებელი გახდება ვარიაციებზე მუშაობა, მაგრამ ასევე ილეთები უნდა შესრულდეს დინამიკაშიც. ეს ყველაფერი იმისთვის ითქვა, რომ მუშაობა როგორც კი დაიწყება, საქმეც ბევრი ჩნდება.

ჩვენ ვაფრთხილებთ იმათ, ვისაც ამ ვიდეობში იმაზე მეტის აღმოჩენა მოუნდება, ვიდრე სინამდვილეშია. მათი დანიშნულება არაა თითოეული ტექნიკური პუნქტის გამოაშკარავება, რაც ილეთის კარგი შესრულებისთვისაა საჭირო. სწავლა დოჯოში უნდა მიმდინარეობდეს კომპეტენტური მასწავლებდის მეთვალყურეობით.

შეგიძლიათ იხილოთ ყველა ეს ვიდეო და ამ (უფასო) არხის აბონენტი გახდეთ:

http://www.youtube.com/user/abh70dotcom

აქვე ნახავთ, თუ რომელი ხარისხიდან მოეთხოვება მოვარჯიშეს ამა თუ იმ ტექნიკის ცოდნა (კიუების პროგრამა ოფიციალური პროგრამა არ არის, ის აიკიდო ბუდო ერიკურის მასწავლებლებმა შეადგინეს ბეზანსონისა და ერიკურის დოჯოებისთვის 1-ლი დანის საგამოცდო ლოგიკის დაცვით.)

http://abh70.com/index.php?sect=grade2

მატიე ჟანდელი, ანტუან სიმონენი, ალექსანდრუ დობრილა, ანაელ პივა, დიმიტრი დე ვალიერი, 2009 წლის 29 მარტი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ue-kara-shita-made-shita-kara-ue-made
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)