TAI-ს საიტი

თიხას გავხვრეტთ და ის ლარნაკის ფორმას იძენს: სიცარიელეა, ლარნაკად რომ აქცევს მას. - დაო დე ძინი -

TAI-ს საიტი ამწუთას ცარიელი ლარნაკია. თუმცა სწორედ ეს სიცარიელე აქცევს შესაძლებლად მოქმედებას. TAI-ს საერთაშორისო საქმიანობამ აუცილებელი გახადა კომუნიკაციის ამ საშუალების შექმნა. ამიერიდან ასოციაციის წევრები, რა ქვეყნებიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, შეძლებენ ინფორმაცია მოიპოვონ TAI-ს საქმიანობის შესახებ, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და საკუთარი აზრი გამოხატონ ფორუმზე. მაგრამ საიტი ღიაა ყველასთვის, იმათთვისაც, ვინც არაა ასოციაციის წევრი, მაგრამ საკუთარი აზრის გამოხატვა, შეკითხვის დასმა ან ცნობების მოპოვება სურს. ეს საიტი რამდენიმე პირის მონოპოლია არ გახლავთ. ესაა მაგიდა, რომელსაც შეუძლია შემოუჯდეს ნებისმიერი, ვისაც აიკიდო აინტერესებს და დიალოგში ჩართვა სურს.

ფილიპ ვოარინო, ანტიბი, 2003 წლის 8 ივლისი

პეტ ჯოისის ფოტო ლიცენზიით CC-BY-NC

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/tai-s-saiti?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)