ტაი ჯიცუ - იკიო

როდესაც აიჰანმი კატატე დორით გავლებენ, თუ იმავე ხაზზე დარჩებით და ასე შეეცდებით იკიოს გაკეთებას, ზურგი დაუცველი გრჩებათ ამავდროულად უკნიდან მომავალი შეტევისაგან.

სწორედაც იმიტომ, რომ არასდროს არ იცით, რა ხდება ზურგსუკან, აიკიდოს ყოველი ტექნიკა ყოველთვის გაიძულებთ, გახვიდეთ ამა თუ იმ კუთხით (კაკუტო) და ამით შეტევის ხაზს გაერიდოთ. აიკიდოს ჯადო — და ეს უმნიშვნელოვანესი რამაა — იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგის წონასწორობის დასარღვევად და ილეთის შესასრულებლად აუცილებელი გადაადგილება, აქ იკიო ომოტე, ყოველთვის ემთხვევა იმ გადაადგილებას, რომელიც უკნიდან ან გვერდებიდან მომავალი შეტევების ასაცილებლადაა საჭირო.

აქ ამჩნევთ საშიშროებას, რომელიც თქვენს მარჯვენა ფერდს ემუქრება, რაკი იკიო ომოტე ძალიან გხსნით, და ამიტომ ის ვეღარ ერგება სიტუაციას, რადგან მეტისმეტად სახიფათოა...

...გაუსწორეთ თქვენი ფახის თითები აიტესას და დატრიალდით მის ზურგსუკან იკიოს ურა ფორმის გამოყენებით. აიტე თქვენს ფარად იქცევა.

ეს ის გარდაუვალი ჭირია, რომელსაც დამწყები აწყდება ფორმების კონვენციურად შესწავლისას. რადგან მან ელემენტარული ტექნიკის ცოდნა უნდა შეიძინოს და ის ამას ვერ მიაღწევს მეთოდური, შეზღუდული, ცოტათი სასკოლო მუშაობის გარეშე, რაც, სიმართლე ითქვას, ჯერ კიდევ ძალიან შორსაა იქიდან, რასაც აიკიდო გვთავაზობს.

ეს სამუშაო უკესგან დიდ პატიოსნებასა და კეთილმოსურნე მიუკერძოებლობას მოითხოვს. უკე თვითნებობისა და ხელის შეშლისათვის არ არის. ის არც იმისთვისაა, რომ თქვენ ნაცვლად აკეთოს რამე. ის ისევეა, როგორც შტანგა ძალოსანისთვის. ანუ ის მოწინააღმდეგე კი არ არის, რომელსაც თქვენი განადგურება სურს, არამედ მეგობარია, რომელიც თქვენ სწავლის საშუალებას გაძლევთ. ნუ გადააქცევთ ვარჯიშს ღონის უაზრო გამოცდად. მტერი, თანაც ნამდვილი, შეიძლება ერთ დღესაც მოვიდეს და შეამოწმოს, თუ რა გისწავლიათ.

როდესაც საბაზო ილეთები ნასწავლია, დაახლოებით მე-3 დანის სიმაღლეზე, მოვარჯიშისთვის დრო დგება თანდათანობით გზა გაიკვლიოს ვარჯიშის იმ მეთოდეისკენ, როდესაც ილეთი აღარაა განსაზღვრული შესრულებამდე, არამედ პირიქით, ესა თუ ის ილეთი სპონტანურად გამოიკვეთება, როგორც შედეგი სიტუაციიდან გამომდინარე, ისე, რომ მისი მხრიდან არც რამე განზრახვა იქნება და არც არავითარი წინასწარგანზრახულობა. ერთი სიტყვით, მოწაფეს ამ სტადიაზე ისღა დარჩენია, განთავისუფლდეს. აიკიდოს არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება. აიკიდო გრძელი გზაა.

თავისუფლება არ ნიშნავს იმ ფანტაზიების მიყოლას, რაც თავში ტრიალებს. ის სამყაროს კანონების შეცნობა, მიღება და მათი თავისუფლად გამოხატვაა სხეულის საშუალებით. ეს ხელოვნებაა. ეს მთელი ცხოვრების სამუშაოა.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/tai-jicu-ikio?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)