ტაჩი დორი #2

ასწიეთ ხელი ერთდროულად მაშინ, როდესაც უჩი ტაჩი სწევს ზევით ხმალს: ეს აუცილებელია, რადგან სწორედ ამგვარად იქმნება თქვენსა და მის მოძრაობას შორის ავასე.


ო-სენსეი

არ დაგავიწყდეთ, რომ უკანა ხელი სხეულზე მიკრული უნდა გქონდეთ, რათა შემთხვევით ჭრის ხაზში არ დარჩეს.


ო-სენსეი

ჩაავლეთ ცუკას (ხმლის ვადას) უჩი ტაჩის ხელებს შორის. დაუკვირდით, რომ ამ დროს 90°-იანი კუთხე დაიცვათ მოწინააღმდეგესთან. ესაა უჩის წონასწორობის კარგვის კუთხე.


უჩი ტაჩის წონასწორობიდან გამოსაყვანად აუცილებელია, რომ თქვენი მარჯვენა ხელი მისი მარცხენა ხელის ქვეშ, თქვენი იდაყვი კი მისი იდაყვის ქვეშ აღმოჩნდეს.


უჩი ტაჩი დააგდეთ იქ, სადაც თქვენ იდექით თავიდან.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/tachi-dori-2
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)