ტაჩი დორი #1


იწყება ჰიდარი ჰანმიდან.


უჩი ტაჩი იოკომენით გიტევთ მარცხენა მხრიდან.


მარჯვენა ფეხით ძალიან მსუბუქი ნაბიჯი გადადგით თქვენგან მარჯვნივ და თან შომენისთვის აიტანეთ კენი.


ჭერით შომენით და თან მარცხენა ფეხი ჰანმისთვის გამოიტანეთ.


ნუ ეცდებით „მოიგერიოთ“ უჩის ხმალი, ჭერით მისი სხეულის ცენტრი.


შეასრულეთ ჭრა ბოლომდე. თქვენი ხმლის წვერი (კისაკი) იატაკის პარალელური უნდა იყოს.


წესით, უჩი ბრძოლიდან გამოთიშულია ამ დროს, მაგრამ იგი ახალ მოწინააღმდეგეს განასახიერებს, რომელიც ნებისმიერი მხრიდან შეიძლება გამოტყვრეს. ის გიტევთ შომენით.


დაიწყეთ წინსვლა იმ დროს, როცა ის ხმალს აღმართავს და თან მარცხენა ხელი ხმლის ვადას გაუშვით.


ჩაავლეთ ხმალს უჩის ორ ხელს შორის იმ მომენტში, როდესაც ის ჩამოტანას იწყებს.


მარცხენა ფეხით უკან გადადგით ნაბიჯი...


... და თან განაგრძეთ ჭრა უკან თქვენი ხმლით, რომელიც ცალი, მარჯვენა ხელით გიჭირავთ. ფეხები ახლა იმავე პოზიციაში გიდგათ, რომელშიც უჩი ტაჩის.


თქვენი გადაადგილება წონასწორობას აკარგვინებს უჩის თავისგან მარცხნივ.


თქვენი მარცხენა წინამხარი უჩის მარჯვენა იდაყვს აწვება.


ისეთი კუთხით შედით, რომ მიმართულება მისცეთ უჩის. ამისთვის მარცხენა ფეხი წინ გადადგით და მარცხენა ხელით კოკიუთი მიაწექით, რითაც უჩის მარჯვენა იდაყვზე ზეწოლას შეინარჩუნებთ...


...და წონასწორობას დააკარგვინებთ მარცხენა მხარეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მიაწვეთ უჩის წინა ფეხის მხარეს, რომელიც მყარია ამ ხაზზე.


უჩის გდებისას მტკიცედ გეჭიროთ კენი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/tachi-dori-1?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)