შიჰო ნაგე ომოტე #1

როგორიც არ უნდა იყოს გზა, რომელსაც შიჰო ნაგესთან მივყავართ (აიჰანმი კატატე დორი, გიაკუ ჰანმი კატატე დორი, მუნა დორი, იოკომენ უჩი, შომენ უჩი და ა. შ...), არსებობს — ბაზაზე მუშაობის დროს — ყველა შიჰო ნაგესთვის საერთო პოზიცია და ის ზევითაა ნაჩვენები: თქვენი სხეული აიტეს სხეულთან 90°-იან ჯვარს უნდა ქმნიდეს.

ამ პოზიციაში:

  1. თქვენ ხართ აიჰანმიში (წინ იგივე ფეხი გიდგათ, რომელიც აიტეს უდგას).
  2. თქვენი ხელები უნდა გადაჯვარედინდეს (გარდა დასაწყისში ნაჩვენები აიჰანმი კატატე დორი ფორმისა, სადაც ჩაჭიდებული ხელი შებრუნებისას თავისუფლდება) ორი მიზეზით:
    1. ხელი, რომელსაც ცერის დასაწყისი უჭირავს ხელს გიჭიმავთ და საშუალებას გაძლევთ, იდეალურად გაუჭიმოთ აიტეს ხელი. თუ ამ სტადიაზე ხელები არ გადაჯვარედინდა, თქვენ ხელი აუცილებლად მოგეკეცებათ, ხოლო აიტეს ხელის გაჭიმვა რთული, ან სულაც შეუძლებელი გახდება.
    2. იმიტომ, რომ ამ სტადიაზე გადაჯვარედინებული ხელები, შემდეგ ფაზაში აღარ იქნება გადაჯვარედინებული, რაც აუცილებელია შომენის ჭრისათვის, როგორც ვიხილავთ ამას უმნიშვნელოვანეს პუნქტ 2-ში.
  3. თქვენი წინა ფეხი უნდა გაიხსას იქით, საითაც აიტეს ხელი მიგითითებთ. და ეს ორი მიზეზით ხდება:
    1. ამ მიმართულებით კარგავს აიტე წინისკენ წონასწორობას, აქ უნდა გააკეთოთ ჭრა და შემოტრიალდეთ წონასწორობიდან მის გამოსაყვანად. თუ წინა ტერფი არ გაიხსნა, ის ამ მხარეს გასასვლელს უხერგავს უკანა ფეხს.
    2. ეს სანკაკუ (სამკუთხა) პოზიცია ნაბიჯის გადადგმით თეძოებს წინისკენ ტრიალის საშუალებას აძლევს, ო-სენსეი ამას ჰიტო ე მის უწოდებდა.
  4. უნდა განივითაროთ ხმლით ჭრის შეგრძნება. მომდევნო ორ ფოტოზე შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ არავითარი სხვაობა არ არის შიშველი ხელების პოზიციასა და კენის პოზიციას შორის. ყურადღება მიაქციეთ ხელების პოზიციას, რაზეც ზევით ვილაპარაკეთ.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shiho-nage-omote-1?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)