შიდა სპირალი თუ გარე სპირალი ?

მე ბევრს ვლაპარაკობ ამ ვიდეოში, ამიტომაც აქ, ყოველგვარი არგუმენტის ნაცვლად, ო-სენსეის ფუნდამენტური განმარტების სიტყვასიტყვითი თარგმანის გადმოცემით დავკმაყოფილდები, რომელსაც ის ირიმი-ტენკანის გაგებისათვის იძლევა და როგორც ის მის წიგნში, „ბუდოშია“ წარმოდგენილი :

足ノ踏ミ方ニハ外六方、内六方及外巴、内巴アリ練習ノ際ニ傅授ス
გადაადგილებისათვის ექვსი შიდა მიმართულება და ექვსი გარე მიმართულება, ასევე ერთი გარე სპირალი და ერთი შიდა სპირალი არსებობს. ეს მეცადინეობისას იქნება ათვისებული.

გთხოვთ, ჩაუფიქრდეთ, თუ რა განაპირობებს ო-სენსეის არჩევანს, წარმოადგინოს პირველ რიგში გარე სპირალი, ხოლო მეორე რიგში შიდა სპირალი. გთხოვთ, ჩაუფიქრდეთ იმ ამბავსაც, რომ ო-სენსეის წიგნის ეს უმნიშვნელოვანესი ფრაზა არ იქნა ნათარგმნი ჯონ სტივენსის მიერ შედგენილ ინგლისურ ვერსიაში, რომელიც რინჯირო შირატას მეთვალყურეობის ქვეშ იაპონური დედანი ტექსტიდან შესრულდა. მეტი დეტალებისათვის იხილით სტატია "ო-სენსეის გადაადგილება #1"

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის სექტემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shida-spirali-tu-gare-spirali
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)