შიდა სპირალი და გარე სპირალი

ქალი, რომელსაც უნდა, რომ შეიპყრონ, ამისათვის ჯერ გარბის. თუ ადამიანს სურს, იყოს ცნობილი, ამისათვის ჯერ უნდა დაიმალოს. სამყაროს თითოეულ ელემენტს თავისი საპირისპირო ამოძრავებს, იმიტომ რომ ეს საპირისპირო ამავდროულად მისი შემავსებელიცაა და რომ ჰარმონია მხოლოდ და მხოლოდ ორ პოლუსს შორის წონასწორობის შედეგი შეიძლება იყოს. აიკიდოში თეძოებია ამგვარ ურთიერთკავშირში.

თუკი ერთ-ერთი თეძო შეიძლება იყოს ირიმის მოძრაობაში, ეს იმიტომ ხდება, რომ მეორე თეძო ტენკანის მოძრაობაშია. ო-სენსეი ამ გზაზე იმ მითითებით გვაყენებს, რომ პირველ რიგში გარე თეძო უნდა განვიხილოთ (შდრ. მეთოდის მიღმა #107). მართლაც, სწორედ გარე თეძო განაპირობებს იმ ამბავს, რომ შიდა თეძო იყოს ირიმი.

ტენკანის თეძო შეიძლება იყოს წინა ან უკანა თეძო, ირიმის თეძო შეიძლება იყოს წინა ან უკანა თეძო, მაგრამ გარე თეძო ყოველთვის ტენკანია, შიდა თეძო კი ყოველთვის ირიმი.

თეძო ტრიალით სწორად ამოძრავდება მხოლოდ და მხოლოდ იმდენად, რამდენად შეგრძნება სიმეტრიულ გარე თეძოში იქნება ჩადებული. ეს კანონია, ზუსტად ისეთივე, როგორიცაა e = mc². სწრაფად რომ შევიდეთ ერთ მხარეს, მეორე მხრიდან გასვლაზე უნდა ვიფიქროთ.

თავისთავად ცხადია, რომ ტრიალებს არა თეძოები, არამედ სხეულის ღერძი, რომელიც ხერხემალს უჭირავს. თეძოები მხოლოდ მიჰყვება და სწორედ ასე იბადება სიმსუბუქის, თითქმის უწონობის შეგრძნება, რაც ტრიალით გადაადგილებას აიოლებს, ბზრიალასავით. საყრდენები მიწაში გამჯდარი სხეულის ფესვებია, ისინი მხოლოდ დარტყმის ან გდების მომენტშია საჭირო და პირიქით, დაბრკოლებაა მოძრაობისათვის. თვით ბრასენსის სიმღერაშიც კი უჭირს ხეს გადაადგილება.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის სექტემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shida-spirali-da-gare-spirali
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)