შეტევა მენი : უკანა თეძოს როლი

შეტევა შომენი იქნება, თუ იოკომენი, დიდი არაფერი იცვლება იმ თვალსაზრისით, რომ მისთვის აუცილებელი ძლიერების მისანიჭებლად უკემ ის უკანა თეძოდან უნდა დაიწყოს. ასეთია შეტევის რეალობა, რომლის პროტოტიპიც კენის მეორე სუბური გახლავთ.

წინა თეძოთი დაწყების დროსაც შესაძლებელია დიდი ძალის მიღება, მაგრამ არა ამავე ვითარებაში. წინა თეძოთი სიმძლავრე ირიმი-ტენკანით "ადგილზე" ბრუნვისას მიიღწევა, რაც წინა თეძოს მყისიერად გადააქცევს უკანა თეძოდ. ამასთან, ირიმი-ტენკანის ამ ბრუნვას, რომელიც მეტოქის შეტევაში "შემოდის", სწორედაც ეს შეტევა სჭირდება, რათა შესაბამის დროს თავი იჩინოს და რის გარეშეც ის ვერ გაჩნდებოდა. შეუძლებელია ირიმი-ტენკანით შეტევის დაწყება არაფრიდან, ცარიელ ადგილას.

თუმცა ძლიერების საჭიროების მიღმა ერთი ბევრად უფრო ფუნადამენტური მიზეზიც არსებობს, ვიდრე უკეს მიერ შეტევის უკანა თეძოთი დაწყებაა, კერძოდ ის, რომ მას იმ მანძილის დაფარვა სჭირდება, რომელიც მას ტორისაგან აშორებს. უკანა ფეხით წინისაკენ ნაბიჯის გადაუდგმელად მოწინააღმდეგე მიუწვდომელი რჩება. აი რატომ იწყება კენის შვიდივე სუბურის დროს შეტევა უკანა თეძოდან. ვიცი, რომ პირველ სუბურზე შემედავებიან, მაგრამ მე უკვე გრძლად განვმარტე, რომ ამ პირველ სუბურს აზრი მხოლოდ იმდენადა აქვს, რომადენადაც ის მეორე სუბურის პირველ თვლაში ფიგურირებს.

როდესაც ორი მოწინააღმდეგის უკანა თეძოდან წამოსული შეტევები ერთდროულია, სხეულების შეხვედრის წერტილს ორად ორი კონფიგურაცია შეიძლება ჰქონდეს: აი ჰანმი ან გიაკუ ჰანმი, იმის მიხედვით, თუ როგორ იწყებენ მოწინააღმდეგეები შეტევას - აი ჰამნიში თუ გიაკუ ჰანმიში. სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. როდესაც ერთმანეთს აი ჰანმიში ხვდებიან, ილეთი იკიო ომოტე ხდება შესაძლებელი (ამიტომაც აყენებს მოვარჯიშეებს მეთოდი ხელოვნურად იკიო ომოტეს დასაწყისში, კოტაიში, მკლავების შეჩერებულ კონტაქტით აიჰანმიში). როდესაც ერთმანეთს გიაკუ ჰანმიში ხვდებიან, ილეთი ირიმი ნაგე ხდება შესაძლებელი (ამიტომაც აიძულებს მეთოდი ტორის, ხელოვნურად გაჩერებულმა დაუცადოს გიაკუ ჰანმიში უკეს შომენის ან იოკომენის შეტევას). ზოგადად თუ შევხედავთ, ამა თუ იმ საბაზო მოძრაობის დასაწყისი მეთოდის ფარგლებში სხვა არაფერია, თუ არა პედაგოგიური მიზნებისთვის ხელოვნურად გაშეშებული გლობალური პროცესი, რომელიც უფრო ადრეა დაწყებული.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის ივლისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/sheteva-meni-ukana-tezos-roli
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)