შეცდომა #8 - შიჰო ნაგე, გდება, როცა სიცარიელეს ქმნიან იდაყვთან

შიჰო ნაგე: შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ გდებისას უკეს იდაყვთან სიცარიელეს ქმნიან.

აი ხმლის მოძრაობა, რომელმაც, შიშველი ხელით შესრულებისას შექმნა ილეთი. ამ ილეთს ჩვენ შიჰო ნაგეს სახელით ვიცნობთ და მოძრაობა სამი მთავარი საფეხურისგან შედგება:

  1. გიაკუ იოკომენით ჭრა,
  2. შემობრუნება,
  3. შომენით ჭრა (ეს სამი საფეხური სინამდვილეში ერთია და თანაც სპირალური).

შიშველი ხელებით შესრულებული და შიჰო ნაგედ წოდებული ამ დგების დროს, იოლად შეიცნობა ეს სამი მთავარი საფეხური.

როგორც ამ, 1938 წლის ფოტოთა თანმომდევრობიდან ჩანს, სწორედ ამგვარად ასრულებდა ო-სენსეი შიჰო ნაგეს.

როდესაც უკეს ზურგში აღმოჩნდებით, უნდა შეასრულოთ პირდაპირი შომენ უჩით ჭრა.

თუ ტორი საკამრისად არ შევა უკეს ზურგში, უკეს თავისუფალი ხელი იოლად სწვდება, როგორც ეს ზევით ფოტოთა თანმიმდევრობის პირველ საფეხურზე ჩანს (შდრ. გავრცელებული შეცდომები #6 და #7). იმიტომ რომ ტორი დგას უკას წინ შომენით ჭრისას, ეს ჭრა კი მნიშვნელოვან სიცარიელეს ქმნის უკეს იდაყვთან, რომელიც, იდაყვი რომ არ ეტკინოს, ეცემა. ვარდნა ლამაზი და ფოტოგენურია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ვრადნამდე ან ვარდნის დროს, უკეს შეუძლია ტორის თავისუფალი ხელი დაარტყას.

ომოტეს გააკეთებთ თუ ურას, ვერასდროს ვერ უნდა გწვდებოდეთ უკეს თავისუფალი ხელი. მოძრაობა უკეს ზურგსუკან უნდა დაასრულოთ. უკე წონასწორობადაკარგული უნდა იყოს თავიდან ბოლომდე.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/shecdoma-8-shiho-nage-gdeba-roca-sicarieles-kmnian-idaqvtan?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)