სან ჯუ იჩი ნო ჯო : 9+10+11

კატა 31-ის პარტნიორთან ერთად პრაქტიკის ეს მონაკვეთი, 9+10+11, გამოყოფილია 4+5+6 მონაკვეთისაგან (შდრ. მეთოდის მიღმა #122) ორი დარტყმით, 7 და 8, რომლებიც უკე ჯოს ზურგსუკან მომავალი წარმოსახვითი მოწინააღმდეგეების მიმართ სიცარიელეში სრულდება. სწორედ ამის გამო იწყება მონაკვეთი კენ ნო კამაეს ჰიდარი ჰანმიში.

აქ სუფთად მეთოდში ვართ. ივამაში საიტო სენსეის კატა 31-ის სხვადასხვა მონაკვეთები ხის ფიცარზე ჰქონდა ჩამოწერილი. ეს ფიცარი ჯოზე ვარჯიშისას ყოველთვის წარმოდგენილი იყო. ის მას აზალეების სქელი ბუჩქის ძირას დებდა, ეს გადასატანი სამახსოვრო გახლდათ და, თუ ვიპოვი ფოტოს, რომელიც ოდესღაც გადავუღე, მალე დავდებ საიტზე.

მონაკვეთების, კატის და ა. შ. ეს ცნებები უცხოა აიკიდოსთვის, ისინი ხელოვნურადაა შემუშავებული, რათა საშუალება მოგვეცეს, შევისწავლოთ ის. ჩვეულებრივ, მას ამუშავებენ კოტაიში (ნელი და კუთხოვანი მუშაობით) და საიტო სენსეი განსაკუთრებულად მოითხოვდა, რომ ეს სავარჯიშოები ამგვარად შესრულებულიყო. შეცდომაა ვიფიქროთ, რომ საკმარისია ეს ფორმები კი ნო ნაგარეში ვიმეოროთ (დინებისმაგვარი მუშაობით) ჭეშმარიტი აიკიდოს საკეთებლად. აიკიდო ამგვარი სავარჯიშოს მიღმა დგას. აიკიდოს შესწავლასა და თავად აიკიდოს შორის ხარისხობრივი ნახტომია, სივრცეა, რომელიც უნდა გადაილახოს რამენაირად და რამდენადაც ის გადალახული არ არის, აიკიდო აქ არ არის.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის მარტი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/san-ju-ichi-no-jo-91011
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)