სან ჯუ იჩი ნო ჯო : 1-11

აი ის ცნობილი ფიცარი, რომელიც ამ ოცდაათზე მეტი წლის წინ ყოველთვის წარმოდგენილი იყო სან ჯუ იჩი ნო ჯოზე ჩვენი ვარჯიშების დროს ივამაში. ის წლების მანძილზე ძვირფასი დამხმარე გახლდათ ასობით უჩი დეშისათვის და ფოტოც არაერთხელ გადაუღიათ მისთვის. იმედი მაქვს, საიტო სენსეის გარდაცვალების შემდეგ ვინმემ შემოინახა ის და გადაარჩინა ცეცხლი შეკეთებისაგან მისი სასარგებლო და ფასდაუდებელი სამსახურის ნიშნად.

მადლობას ვუხდი პაატა ჯავახიშვილს, რომელმაც გამომიგზავნა ეს ფოტო და მიხსნა უჯრებში იმ ეგზემპლიარის ძებნისაგან, რომელიც მაშინ გადავიღე, როდესაც ციფრული ფოტო ჯერ კიდევ არ არსებობდა.

მაშასადამე, შესაძლებელია გადავაბათ მონაკვეთები 1-3, 4-6 და 9-11, რათა მივიღოთ უფრო გრძელი მონაკვეთი 1-დან 11-მდე (რომელსაც ზევიდან დაკრული აქვს ფურცელი ფოტოზე). თუმცა ამგვარი სავარჯიშოს კეთებისას მნიშვნელოვანია, არ გამოგვრჩეს მხედველობიდან ამ სამუშაოს წმინდად კონვენციური ხასიათი. ბრძოლის ველზე თერთმეტ დარტყმას არ აყენებენ ერთსა და იმავე ადამიანს და, კიდევ უფრო ნაკლებად, ოცდათერთმეტს. იქამდე აუცილებლად მივიღებთ თავში დარტყმას უკნიდან. ბრძოლის ველზე თითოეული დარტყმა სხვადასხვა მოწინააღმდეგეს უნდა მოხვდეს და ეს ერთადერთი ხერხია, მუდმივად, უსაფრთხოდ და ეფექტურად დატოვოს ადამიანმა დაკავებული ადგილმდებარეობა. სწორედ ამიტომაა, რომ გადაადგილება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მბრუნავი იყოს.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის აპრილი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/san-ju-ichi-no-jo-1-11
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)