საიტოს მეთოდი #3

შეხსენება

საიტო სენსეის მიერ შემუშავებული აიკიდოს შესწავლის მეთოდი ნათლად გვიჩვენებს, თუ რაოდენ ჭკვიანურადაა შექმნილი მექანიზმები, რომლებითაც სხეული იძენს ტექნიკას. იგი საოცარად ეფექტურია საიმისოდ, რომ ადამიანმა სწრაფად და ზუსტად აითვისოს აიკიდოს მოძრაობების შემადგენელი ფუნდამენტური ელემენტები.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს მეთოდი გამოყენებული, გადაცემული და დაცული იყოს.
მომდევნო კვლევამ შეიძლება ვინმეს აფიქრებინოს, თითქოს მე კრიტიკულად ვიყო განწყობილი ამ მეთოდისადმი და თითქოს ერთგვარად შორს მეჭიროს თავი მისგან: ამგვარი გრძნობა რეალობის სწორი ანარეკლი ვერ იქნება, მე კი არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ეს მეთოდი დღემდე ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო ინსტრუმენტია, რომლითაც დამწყებს აიკიდოს გზისკენ შეგვიძლია წარვუძღვეთ. ამას ვამბობ ხმამაღლა და მკაფიოდ, ეს აუცილებლად უნდა გავიგოთ და არ დავივიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯობს, საერთოდ არ წაიკითხოთ მომდევნო სტატიები.

ვხედავთ, რომ მიმართულება, საითაც სანკიო ომოტე სრულდება, იკიო ომოტესა და ნიკიო ომოტეს იდენტურია, როგორც ეს სმ #2-შია გაანალიზებული: ტორისთვის წინ და მარჯვნივ.

ახლა სანკიოს ამ სერიის მე-4 ფოტო იმ ფოტოს შევადაროთ, რომელზეც საიტო სენსეი იკიოს შეცდომას აჩვენებს, ისევე როგორც ნიკიოს შესაბამის ფოტოს:

აქაც, როგორც ნიკიოს შემთხვევაში, ვამჩნევთ, რომ უკე ტორისგან შორსაა, მარცხენა ფეხს ეყრდნობა და არც ნამდვილად წინასწორობადაკარგულია, მისი ხელიც წინ ვარდება მაშინ, როცა სწორი კონტროლისთვის ის ტორის მუცლის წინ უნდა იყოს.

სმ #2-ში ვნახეთ, რომ იკიოსა და ნიკიოს შორის განსხვავება მაჯის გადატრიალებაშია, რაც ნიკიოს დროს უკეს ხელის ჩახრახვნის ეფექტს იწვევს. ნიკიო და სანკიო გამადიდებელი შუშით რომ შევადაროთ ერთმანეთს, თვალნათლივ გამოჩნდება, რომ სანკიოს ჩავლება ნიკიოსთან შედარებით ერთი ნიშნულით უმატებს უკეს მაჯის ბრუნვას, მაშასადამე იდაყვისასაც: ამიტომაც სანკიო უკეს მთლიანი ხელისთვის კიდევ უფრო აქცენტირებული ხრახნია, ვიდრე ნიკიო:

თუ სანკიოს იმავე კუთხით შევასრულებთ, საითაც იკიოს ვაკეთებთ, უკეს იდაყვი კიდევ უფრო შორს აღმოჩნდება, ვიდრე ნიკიოს დროს. ფოტოებზე კარგად ჩანს ეს და ყველას შეუძლია შეამოწმოს ვარჯიშისას.

ამ შემთხვევაში უკეზე კონტროლის კარგვა სანკიოს დროს იმავე ხასიათისაა, ოღონდ უფრო მეტია, ვიდრე ნიკიოს დროს. ერთადერთი ხერხი ამის თავიდან ასაცილებლად, როგორც ნიკიოს დროს, სხეულის ღერძის ტრიალის მომატებაა. ამ ტრიალს იგივე შედეგი მოაქვს, რაც ნიკიოს შემთხვევაში:

  1. უკეს ხელი წინ ვარდება, ის ბუნებრივად მოდის რკალად ტორის მუცლის წინ,
  2. უკე სწორად კარგავს წონასწორობას მარჯვნისკენ, როგორც უნდა კარგავდეს წინ და გვერდით, და მარცხენა ფეხზე არა აქვს საყრდენი,
  3. ტორი ამავდროულად ზურს არიდებს უკნიდან მომავალ პოტენციურ შეტევას, აკონტროლებს უკანა მიმართულებას და ამით მისი მუშაობა მრავალმიმართულებიანია:

მოძრაობა სპირალის პრინციპს ემორჩილება, ბზრიალას ეფექტით სრულდება: ტორი არ გადაადგილდება, ადგილზე ბრუნავს და მოქმედების შუაგულშია.

ბრუნვა ტერფის კუთხეს მარჯვნისკენ დამატებითი სამოცი გრადუსით აღებს, როგორც ნიკიოს დროს, მაგრამ ამჯერად ნიკიოს კუთხესთან შედარებით (შდრ. კაჯო #12) :

იკიოთი დაწყებული გაუძრავების სპირალში სანკიო უშუალოდ მიჰყვება ნიკიოს, ის ხრახნის მომდევნო ნაბიჯია, ხელის ჩახრახვნის ეფექტის გაგრძელება და მაჯისა და იდაყვის ჩატრიალების მომატების შედეგია, რაც უკეს ხელს აიძულებს, კიდევ უფრო ძირისკენ ჩავიდეს. იდაყვი აქ მაჯაზე დაბლაა. ნიკიოს მსგავსად, ოღონდ ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი ბერკეტით მაჯაზე, სანკიოს დასასრულს ეს ხელი პერპენდიკულარულად ჩადის ძირს. სწორედ ამიტომ სრულდება სანკიოს გაუძრავებაც უკეს ვერტიკალური ხელით ტორის მკერდზე, მაშინ, როცა იკიოს გაუძრავებისას უკეს ხელი ძირს, ჰორიზონტალურად რჩება:

ეს დამახასიათებელი განსხვავება სანკიოსა და იკიოს საბოლოო გაუძრავებებს შორის უნდა მივიღოთ, როგორც სხეულის ღერძის უფრო მეტი ბრუნვისა და ამგვარად წარმოქმნილი ხრახნის ეფექტის შედეგი და სწორედ აქაა მათი აუცილებლობის დასტური, როგორც ნიკიოს შემთხვევაში (შდრ. სმ #2).
იატაკის მიმართ პერპენდიკულარულხელიანი გაუძრავება ნათლად მოწმობს, რომ ნიკიოსა და სანკიოში არსებობს ერთი განზომილება - ხრახნის ეფექტი - რაც იკიოში არ არსებობს და რაც ამ ილეთების შესრულებას უაზრობად აქცევს იკიოს ხაზზე.

თუკი სანკიო ომოტეს იმავე მიმართულებით გავაკეთებთ, საითაც იკიო სრულდება, როგორც ამას საიტო სენსეი აკეთებს, უკეს ხელი გარდაუვლად წავა წინისკენ. ეს პრობლემა სულაც არაა ცუდი შესრულების შედეგი, ის მხოლოდ და მხოლოდ მუშაობის მიმართულების არჩევანს უკავშირდება.

უკეს იდაყვისა და ხელის ამ წინ და შორს გადაგდების გამო ტორიმ შემდეგ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯი უკანა ფეხით, რათა მისწვდეს და „შეავსოს“ ის სიცარიელე, რომელიც ამგვარად ჩნდება მის სხეულსა და უკეს ხელს შორის. ის ამ ნაბიჯს დგამს, რათა სწორი კონტროლის პოზიცია აღიდგინოს და უკეს ხელი კვლავ მისი მუცლის წინ იყოს, როგორც ამ ფოტოებზეა ნაჩვენები:

თანაც კონტროლისთვის აუცილებელი ეს პოზიცია – უკეს ხელი მუცლის წინ – ბევრად უფრო პირდაპირ და ლოგიკურად მიიღწევა, თუ გამოვიყენებთ სპირალს, ვიდრე სწორ ხაზს: უკე წონასწორობადაკარგული და გაკონტროლებულია მოძრაობის დასაწყისიდან დასასრულამდე.

სწორხაზოვანი მუშაობა, რაც აიძულებს ტორის, ნაბიჯი გადადგას უკესკენ, იყო ხერხი, რომლითაც სანკიო ომოტე ისწავლებოდა ივამაში, რომელიც წიგნებშია შესული და რომლითაც მე თვითონ ვისწავლე უშუალოდ საიტო სენსეისგან. ეს არის პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი, რომელსაც მივიღებთ, თუკი სანკიო ომოტეს დროს შევალთ იმავე მიმართულებით, საითაც იკიო ომოტეს დროს.

მე ასე ვასწავლიდი წინათ და ასე ვასწავლი დღესაც მე-3 დანის დონემდე. ეს არის მეთოდი, რომელმაც დროს გაუძლო. ესაა გამარტივება, მაგრამ გამარტივება დამწყებისათვის დასანახად და აღსაქმელად ძალიან რთული რეალობისა, დამწყებისათვის, ვისაც თავიდან ბევრად უფრო მოზომილი მიდგომა სჭირდება.

ვიღაცეები შეიძლება მიხვდნენ კიდეც, რომელი თვალსაწიერისკენ მივემართებით, მაგრამ ჯერ მაინც ტექნიკურ რეფლექსიებში უნდა წავიწიოთ წინ, რათა მისაღები გახდეს ის აღმოჩენები, რომლებიც უახლოეს მომავალში გველოდება.

ფილიპ ვოარინო, 2013 წლის მაისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/saitos-metodi-3?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)