როპო #2

ჰანმი (როპო) მოქმდების დასაწყისში და ბოლოშია, მაგრამ არა მოქმედების დროს.

Nota bene: ო-სენსეის გადაადგილების სისტემის გლობალური შეცნობისათვის ტერფების გადაადგილება დეტალურად და ყოველ საფეხურზე არაა ნაჩვენები, რაც მნიშვნელოვნად დაამძიმებდა ამ სტატიას და ხელს შეუშლიდა ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. ტერფების ტრაექტორია დეტალურად შესწავლილი შეიძლება იქნეს სერიაში „ო-სენსეის გადაადგილება“ და ჩვენ ამას დავუბრუნდებით ასევე „როპო #3“-ში.

ჰანმიდან ირიმი 1-ში გადასასვლელად ორი ხერხი არსებობს:

  1. მარჯვენა ტერფი თავიდან გადაადგილდება სექტორ 1-ში, რათა დაარტყას ს-ს (შიდა მიმართულება), მარცხენა ტერფი კი მიჰყვება მას სექტორ 2-ში, რათა დაარტყას დ-ს (გარე მიმართულება).
  2. მარცხენა ტერფი თავიდან გადაადგილდება სექტორ 2-ში, რათა დაარტყას დ-ს (შიდა მიმართულება), მარჯვენა ტერფი კი მიჰყვება მას სექტორ 1-ში, რათა დაარტყას ს-ს (გარე მიმართულება).

თითოეულ ჯერზე თითო ტრიალია, მაშასადამე, ორი დარტყმისათვის ერთი და იგივე წარმმართველი თეძოა.

ჰანმიდან ირიმი 2-ში გადასასვლელად ორი სიმეტრიული ხერხი არსებობს:

  1. მარჯვენა ტერფი თავიდან გადაადგილდება სექტორ 7-ში, რათა დაარტყას ა-ს (შიდა მიმართულება), მარცხენა ტერფი კი მიჰყვება მას სექტორ 8-ში, რათა დაარტყას ს-ს (გარე მიმართულება).
  2. მარცხენა ტერფი თავიდან გადაადგილდება სექტორ 8-ში, რათა დაარტყას ს-ს (შიდა მიმართულება) მარჯვენა ტერფი კი მიჰყვება მას სექტორ 7-ში, რათა დაარტყას ა-ს (გარე მიმართულება).

თითოეულ ჯერზე თითო ტრიალია, მაშასადამე, ორი დარტყმისათვის ერთი და იგივე წარმმართველი თეძოა.

ჰანმიდან ირიმი 3-ში გადასასვლელად ორი სიმეტრიული ხერხი არსებობს:

  1. მარჯვენა ტერფი თავიდან გადაადგილდება სექტორ 5-ში, რათა დაარტყას ჩ-ს (შიდა მიმართულება), მარცხენა ტერფი კი მიჰყვება მას სექტორ 6-ში, რათა დაარტყას ა-ს (გარე მიმართულება).
  2. მარცხენა ტერფი თავიდან გადაადგილდება სექტორ 6-ში, რათა დაარტყას ა-ს (შიდა მიმართულება) მარჯვენა ტერფი კი მიჰყვება მას სექტორ 5-ში, რათა დაარტყას ჩ-ს (გარე მიმართულება).

თითოეულ ჯერზე თითო ტრიალია, მაშასადამე, ორი დარტყმისათვის ერთი და იგივე წარმმართველი თეძოა.

პირველი სამი ირიმისთვის, რომლებიც ეს-ესაა ვნახეთ: 1 (სამხრეთ-დასავლეთი), 2 (სამხრეთ-აღმოსავლეთი), და 3 (ჩრდილო- აღმოსავლეთი), ექვსი გადაადგილებიდან ყველა იწყება შიდა მიმართულებით (იხილე როპო #1 ამ ცნების განმარტებისათვის). ამის მიზეზი მარტივია: ეს სამი სექტორი სხეულის მოქმედების არეალის წინაა.

Nota bene: გადავამოწმოთ როპო #1-ში ნახსენები წესი: „როდესაც პირველი ტერფი, რომელიც არ უნდა იყოს ის, გადაადგილდება შიგნითკენ, მეორე ტერფი, აუცილებლად გადაადგილდება გარეთკენ.

ბოლო სექტორისთვის (ჩრდილო-დასავლეთი), ვითარება განსხვავებულია: ეს სექტორი მართლაც ტორის ზურგსუკან მდებარეობს და მიუწვდომელია გარე მიმართულებებისთვის (გინდა მარჯვენა ტერფით იყოს ეს და გინდა მარცხენით). ირიმი შეიძლება შესრულდეს მხოლოდ უკნისკენ, ზურგისკენ. მხოლოდ გარე მიმართულებები გვაძლევს ამ გადაადგილების საშუალებას:

ჰანმიდან ირიმი 4-ში გადასასვლელად ორი სიმეტრიული ხერხი არსებობს:

  1. მარჯვენა ტერფი თავიდან გადაადგილდება სექტორ 4-ში, რათა დაარტყას დ-ს (გარე მიმართულება), მარცხენა ტერფი კი მიჰყვება მას სექტორ 3-ში, რათა დაარტყას ჩ-ს (შიდა მიმართულება).
  2. მარცხენა ტერფი თავიდან გადაადგილდება სექტორ 3-ში, რათა დაარტყას ჩ-ს (გარე მიმართულება) მარჯვენა ტერფი კი მიჰყვება მას სექტორ 4-ში, რათა დაარტყას დ-ს (შიდა მიმართულება).

თითოეულ ჯერზე თითო ტრიალია, მაშასადამე, ორი დარტყმისათვის ერთი და იგივე წარმმართველი თეძოა.

Nota bene: გადავამოწმოთ როპო #1-ში ნახსენები წესი: „როდესაც პირველი ტერფი, რომელიც არ უნდა იყოს ის, გადაადგილდება შიგნითკენ, მეორე ტერფი აუცილებლად გადაადგილდება გარეთკენ.

ო-სენსეის ტერფების პოზიციის რამდენიმე მაგალითი მოქმედების მომენტში, არასდროს არ არის ჰანმიში :

ირიმი-ტენკანის პრინციპს, რომელიც მოძრაობის დასაბამია, შემდეგი უმნიშვნელოვანესი და გარდაუვალი შედეგი მოაქვს: ჰანმი სრულიად აუცილებელია მოქმედების დასაწყისსა და ბოლოში, მაგრამ მოქმედების მომენტში ჰანმის ვერ გამოვიყენებთ ვერსად.

გადაადგილებათა სინოპტიკური ხედვა :

დასავლეთის, ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ოთხი მხარე (ში კონ) ადამიანს თითოეულ კვადრატში, ან მთლიანად, რვა ძალაში შესვლის (ირიმი) ორ შესაძლებლობას სთავაზობს. ეს რვა ძალა ოთხჯერ სამი წარმოშობიდან (სან გენ) იბადება: 3 შიდა მიმართულება წინა ტერფით, 3 გარე მიმართულება უკანა ტერფით, 3 გარე მიმართულება წინა ტერფით, 3 შიდა მიმართულება უკანა ტერფით. დიადმა გონებამ, გონებამ ერთი (იჩი რეი), შესანიშნავად გამართა ეს გეგმა და პროცესი.

ადამიანი იკავებს ცენტრს და სამხრეთს უყურებს. ჰანმის დგომის სამკუთხედიდან (შდრ. ამ პუნქტში „ო-სენსეის გადაადგილება #3“), გადაადგილდება წმინდა წრეზე და გზად სათითაოდ გაივლის დედამიწის ოთხივე მხარეს. წრეზე მისი გადაადგილება ამავე დროს კვადრატსაც შემოფარგლავს. აქ გირჩვეთ წაიკითხოთ ან თვალი გადაავლოთ „ვიტრუვიუსის მამაკაცს“ :

ადამიანი, რომელიც ამ მოდელის დავცით გადაადგილდება, რამე ჭკვიანურად მოფიქრებულ და ამასთან ეფექტურ მოძრაობას კი არ აკეთებს: ის სამყაროს მიერ მოთხოვნილ გეგმას ექვემდებარება, ასე ვთქვათ, სხეულით ლოცულობს.

ის, რაც მას საშიშროების შუაგულში იცავს, არანაირი ფარი არ გახლავთ, ეს არც ღონეა და არც ახალგაზრდული სისწარფე, არც მომწიფებული ასაკისათვის დამახასიათებელი გამოცდილება ან სიმარჯვეა. ეს ყველაფერი შემთხვევითი, მოჩვენებითი და შეზღუდულია. მას იცავს და ხელის გულზე ატარებს მთელი სამყარო, რომელმაც თავისი კანონები იმ ქარგით მოქსოვა, საიდანაც თვით ვარსკვლავებია შექმნილი.

ეს კანონები უნდა აღიარონ და დაიცვან – *როგორც მიწაზე, ისე ცაში კეთილი ნების ადამიანებმა. აი, რა მოსწონთ ღმერთებს. რადგან ეს კანონები აკავშირებს ადამიანს ყველაფერთან, რაც დადის, დაფრინავს, დაცურავს, რაც დიდ ბუნებაში ცხოვრობს და ისინივე აკავშირებს მას ადამიანებს ერთმანეთთანაც.

ამას ღაღადებს ყველა რელიგია დედამიწაზე (relegare = დაკავშირება) და ამ კავშირზე ღაღადებს ტაკემუსუც. სწორედ კავშირის (მუსუბი) შენარჩუნებას გვთავაზოვს აიკიდო, როდესაც ვასწავლით მათ, ვისაც უნდა სწავლა თავისი სხეულით, გონებით და, რაც მთავარია, გულით.

აიკიდო სპორტი არ არის.

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის დეკემბერი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ropo-2?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)