ფორმა ციხეა

ფორმა აუცილებელი ციხეა და ასევე აუცილებელია, გარეთ გამოვიდეთ ამ ციხიდან.

მოძრაობა ფორმების თანამიმდევრობაა, სრული ბანალობაა ამის თქმა. არსებობს მოძრაობები, რომელთა ფორმები სწავლებისათვის საჭირო გარკვეული წესრიგის ტყვეობაშია. სწავლებისათვის საჭირო ეს თანამიმდევრობა ერთგვარი პოსტულატია, რომელიც მოძრაობის ნებისმიერ თავისუფლებას კრძალავს. პირველი კუმიტაჩი მილიონჯერ შეიძლება გაიმეოროს კაცმა, მილიონჯერვე ის თავის თავის ტოლი და თანაბარი იქნება. ვერ ვიქნებით უფრო თავისუფლები, როდესაც მილიონჯერ გავიმეორებთ ერთსა და იმავე სავარჯიშოს. კი, უფრო მარჯვეები შევიქნებით ამა თუ იმ სავალდებულო სამუშაოში, მაგრამ ეს სრულიად სხვა რამ გახლავთ.

სამაგიეროდ, არსებობს მოძრაობები, რომელთა ფორმები იბადება თავისუფლად, ისინი ტაკემუსუს ძალიათ წარმოიქმნება და არა ერთი და იმავე მოძრაობების უსასრულო განმეორებით. ამ თავისუფალი და ცოცხალი ფორმების წარმოსაქმნელად, რასაკვირველია, თავდაპირველად პედაგოგიური, ხელოვნური ფორმების შეძენაა საჭირო, მაგრამ ეს საკმარისი არ გახლავთ, შემდგომ ხარისხობრივი ნახტომია საჭირო. უტოპიაა იმის დაჯერება, რომ კონვენციური ფორმების განუსაზღვრელად გამეორება კმარა საიმისოდ, რომ ერთ დღეს თავისუფლება მოვიპოვოთ. რა სახისაა ეს ხარისხობრივი ნახტომი? აი, რა შეკითხვას უნდა გავცეთ პასუხი.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის ივლისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/porma-cixea
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)