ფაუსტი #2


იერონიმუს ბოსხი, ჯვრის ტვირთვა (დეტალი)

მაშ როგორ მოქმედებს ის, ვინც „უნდა გაიგონოს“ გრძნეული ქალის მონუსხვა?

Du mußt versteh’n!

შენ უნდა გაიგონო (გამიგონე)!

შდრ. „ფაუსტი #1“ამგვარი თარგმანის არჩევისათვის.

აქ, შესავალში, მინდა ვთქვა, თუ რამდენად მოკლებულია აზრს ჟერარ დე ნერვალისეულ ფრანგულ თარგმანში ჩვენი საკვლევი ტექსტი, რადგან ამ თარგმანში იგულისხმება, რომ გრძნეული ქალი ფაუსტს მიმართავს და მის მიერ აღწერილი სისტემა თავისივეა. ჟერარ დე ნერვალი აქ ამ ფრაზას მართლაც ასე თარგმნის, „მეგობარო, დაიჯერე ჩემი სისტემა!“ ამ აზრს ვერ იპოვით გერმანულში. დედანში არაფერი იძლევა ამგვარი ინტერპრეტაციის ნებას.

Aus Eins mach Zehn,

ერთჯერ ათი,

დიდი საიდუმლოებაა, რომ დაფარული გადაწყვეტს გამოჩნდეს. რატომ რაღაცა და არა არაფერი? რატომ სამყარო? რატომ იქცვა ერთი ათად? ეს შეკითხვა უპასუხოდ რჩება.

სამაგიეროდ, კარგად ჩანს, რომ ეს არსება ქაოსში არ ჩნდება, ჩანს, რომ არის წესრიგი, ჩანს, რომ არის კანონები. მეცნიერება ამ კანონებს ექსპერიმენტული მეთოდით ეძებს. ის ამისთვის რიცხვებს, როგორც „თვლის“, მონაცემთა კვალიფიკაციის საშუალებას იყენებს. რიცხვების ამგვარი ხედვა ძალიან ძველი არ გახლავთ, ის – თავდაპირველად ევროპაში – დაახლოებით ხუთი საუკუნის წინ გამოჩნდა. წინამავალ ათასწლეულებში ადამიანი რიცხვებს მარტივ სათვლელ ერთეულებად არ მიიჩნევდა. სამყაროს მისეული აღქმა კოსმიური წესრიგის ცოცხალ ორგანიზმად შეცნობის უნარს ეფუძნებოდა. ამ ორგანიზმის განვითარებისა და მოქმედების ყაიდის შეცნობა კი მხოლოდ რიცხვებზე მიბმული რაოდენობებით შეიძლებოდა.

ჩვენ აქ რიცხვთა ამ უძველესი სიბრძნის (არითმოსოფია) დეტალების განხილვას ვერ დავიწყებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შემდგომი განმარტება რიცხვთა იმგვარ წარმოჩენას უკავშირდება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვენს თანამედროვეობასთან.

Und Zwei laß geh’n,

და გაუშვი („გამოაჩინე“) ორი,

პირველად „ჩნდება“ ერთი ორის რაოდენობით. თუმცა ეს არ არის საკუთრივ გამოჩენა, რადგან ამ სტადიაზე ფორმა ჯერ არ არსებობს. დაო დე ძინში ინი და იანი დუალობის პირველი გამოჩენაა, პირველი გაყოფაა ერთისა, რაც წინ უძღვის ყველა ფორმას. აიკიდოს მიკროსამყაროში ეს პირველი გაყოფა პირველ ორ მიმართულებას შობს, იპოსა და ნიპოს (ღერძი 1-5 და ღერძი 2-6), რომლებიც ასევე წინ უსწრებს ყველა ფორმას იმ გაგებით, რომ ისინი ილეთებს უძღვის წინ.

Und Drei mach gleich,

და გააკეთე სამი მსგავსი,

აიკიდოს მესამე მიმართულება, სანპო (ღერძი 3-7), ჩნდება თანაბარი (gleich) პირველი ორისა. სამი უდრის ერთს, ერთი ამიერიდან სამია. სამება დინამიკაა, რომელსაც ირჩევს ერთი, რომ სამყაროს შემადგენელ ფორმათა უსასრულო სახესხვაობა წარმოქმნას, ესაა მისი სიმდიდრე. აიკიდოშიც ანალოგიურად, სამი ქმნის ილეთებს.

So bist Du reich.

ასე ნაყოფიერი (მდიდარი ხვავიანი) გახდები.

შდრ. „ფაუსტი #1“ ამგვარი თარგმანის არჩევისათვის.

ეს არის სამი მიმართულება, რომელიც აიკიდოში ო-სენსეის მიერ ნახსენებ ექვს მხარეს (როპო) განსაზღვრავს და რომელიც თანამედროვე მეტყველებაში ბუნდოვანების გამო „ექვს მიმართულებად“ მოიხსენიება. ეს „ექვსი მიმართულება“ შესაქმის ველია, აიკიდოს ილეთთა წარმოქმნის სფეროა, ერთის მოქმედების არეა, რომელიც წინასწარ არ არსებობდა და რომელიც ახლა არარაობისაგან (სიტყვა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ჩვენთვის გაუგებარი რამის აღსანიშნავად ვხმარობთ) დამყარებული წესრიგით შობილი შესაძლებლობებითაა მდიდარი.

Verlier die Vier!

დაკარგე (გამოტოვე) ოთხი!

მეოთხე მიმართულება აიკიდოში, იონპო, 4-8 ღერძია. იგულისხმება ვერტიკალური ღერძი. ამას ნათლად გვიჩვენებს მისგანვე გამოსული იონკიო და ტენჩი ნაგე. ეს ღერძი ერთმანეთთან ცასა და დედამიწას (შდრ. კაჯო #17 და #15) აკავშირებს. ეს ზეზე მდგომი ადამიანის ღერძია. მაშასადამე ის არ მდებარეობს იმავე სიბრტყეებში, სადაც პირველი, მეორე და მესამე ღერძებია, რომლებიც თავის მხრივ დასაბამს აძლევს „ექვს მიმართულებას“ ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ამიტომაც გამოტოვებენ ხოლმე ამ მიმართულებას. ადამიანი ვერ დაადგება მას იმ მიზეზით, რომ თვითონ იგი არის ეს მიმართულება.

სწორედ ამგვარად აღწევენ ხუთამდე, ხოლო ამით უკან უბრუნდებიან პირველ ღერძს, იპოს (ოღონდ ამ ღერძის მეორე ბოლოში, რაკი სფეროში ვტრიალებთ).

და ამიტომაც უწოდებდა ო-სენსეი იპოს იმ ილეთს, რომელსაც თანამედროვე აიკიდო შეცდომით გოკიოს უძახის (შდრ. კაჯო #13). მართლაც, იკიოს ახსენებენ თუ გოკიოს, მოქმედების პრინციპის ჭრილში მაინც ყოველთვის იპო იგულისხმება. და კიდევ ესაა უმნიშვნელოვანესი: ფუძემდებელი არასდროს ასახელებდა ილეთებს, არამედ მხოლოდ პრინციპებს (შდრ. კაჯო #13 და #14). ო-სენსეის მოწაფეთა უდიდესმა უმრავლესობამ ვერ გაიგო ეს და ვერ დაინახა პრინციპები, ამიტომაც, ლოგიკურად, საჭიროება დაუდგათ ილეთებისთვის მიეცათ სახელი.

ვიცით, რომ იპოს ღერძის მეორე ბოლოში კიდევ ერთი სხვა პრინციპი მდებარეობს: ტაი ნო ჰენკა. ის აქ პირველად შიჰო ნაგეს ილეთის ფორმით ჩნდება, ილეთისა, რომელიც – როგორც უკვე ვიცით კაჯო #5-დან – 180°-ითაა იკიო ომოტედან.

შიჰო (ოთხი მიმართულება) ჯვარია და შეგვიძლია გადავამოწმოთ, რომ ჯვარს ტრადიციულად რიცხვი ხუთი ებმის (ერთი ცენტრი და იქიდან გამომავალი ოთხი შტო).

Aus Fünf und Sechs,
So sagt die Hex’,
Mach Sieben und Acht,

ხუთით და ექვსით (საშუალებით), ასე ამბობს გრძნეული, გააკეთე შვიდი და რვა,

გრძნეული აცხადებს, რომ შვიდი და რვა ხუთიდან და ექვსიდან უნდა შეიქმნეს. ანუ შვიდი ხუთიდან და რვა ექვსიდან.

ვნახეთ, რომ ხუთი ტაი ნო ჰენკაა (შიჰო), შვიდი კი აუცილებლად კაიტენი, (შდრ. კაჯო #8 da #9). ამიტომაც ტორის მიერ კაიტენის დროს შესრულებული მოძრაობა სხვა არაფერია, თუ არა ტაი ნო ჰენკა. საკმარისია, შიჰო ნაგე გავუკეთოთ უკეს მარჯვენა ხელზე და მაშინვე უჩი კაიტენ ნაგე მისავე მარცხენა ხელზე, რომ დავრწმუნდეთ ამ ორ ფორმას შორის არსებულ სრულ იდენტობაში.

აიკიდო ამოწმებს, რომ შვიდი მართლაც „ხუთიდანაა“ შექმნილი (კაიტენი შიჰოდან). ტაი ნო ჰენკა ტაი ნო ჰენკას იძლევა, შიჰო და კაიტენი კი სინამდვილეში ერთი და იმავე რამის ორი სახეა.

ექვსი აიკიდოში ირიმი-ტენკანია (კაეში), სწორედ ამ სტადიაზე ჩნდება პირველად სხეულის ორმაგი ბრუნი (ის შიჰო/ხუთამდე არ არსებობს). ეს ორმაგი ბრუნი კოტე გაეშის ილეთის სახით იჩენს თავს და ნიკიოს სიმეტრიულია ნიპოს ღერძზე (შდრ. კაჯო #7 და #11).

რვა ტენჩია (შდრ. კაჯო #17) და ტენჩი ნაგეს ტექნიკა მთლიანად სხეულის ღერძის ორმაგი ბრუნის (ირიმი-ტენკანი) პრინციპს ემყარება.

აიკიდო ამასაც ამოწმებს, რომ რვა მართლაც ექვსიდანაა შექმნილი (ტენჩი - ირინი-ტენკანიდან). ექვსი და რვა (კაეში და ტენჩი) სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ირიმი-ტენკანის ორი სახე.

Und Neun ist Eins,

და ცხრა არის ერთი,

კაჯო #14-დან ვიცით, რომ ილეთი ირიმი ნაგე ზუსტად იკიო ომოტეს კუთხეზე (23°) მდებარეობს, რაც, პრინციპების ჭრილში თუ გადავიტანთ, ნიშნავს, რომ ირიმი ნაგე ტაი ნო ჰენკასავით (თუმცა მეორე ბოლოში) პირველ ღერძზე (იპო) მდენარეობს. ტენჩის (რვა) შემდეგ ირიმი მართლაც მეცხრე პრინციპი გამოდის. მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს ამავდროულად პირველი პრინციპიცაა, რაკი ირიმი და იპო ერთმანეთში ირევა.

მაშ ცხრა ერთი ყოფილა, აბსოლუტური აუცილებლობის გამო და აიკიდოს სტრუქტურა ამ ჭეშმარიტებას გვიჩვენებს: ცხრა ერთიანის უსასრულო დაბრუნებაა თავის თავთან, როგორც ირიმი იპოს დაბრუნებაა თავის თავთან, როგორც – ტექნიკური გამოხატულების ჭრილში – ირიმი ნაგე იკიოს დაბრუნებაა თავის თავთან. საკმარისია, მარჯვენა ხელზე იკიო ომოტე გაუკეთოთ უკეს და მაშინვე ირიმი ნაგე მის მარცხენა მხარეს, რომ დარწმუნდეთ, აქ ერთი და იგივე მოძრაობა იგულისხმება.

აიკიდო გრძნეული ქალის მტკიცებას ამოწმებს… ცხრა ერთიაო.

Und Zehn ist keins.

ათი კი არც ერთი.

რაკი მეცხრე პრინციპი პირველში ირევა, დაბრუნება ერთთანაა. ათი კი არაფერია, ან, უფრო ზუსტად – და აქ ვხვდებით, რომ გრძნეული ქალი ზუსტად ლაპარაკობს – ათი არ არის რაიმე პრინციპი.

აიკიდოში არ არსებობს მეათე პრინციპი.

გრძნეულის მონუსხვა გოეთეს ფაუსტში აიკიდოს არქეტიპულ აგებულებას ყველა პუნქტში ერგება, რამაც, ვგონებ, საშუალება მოგვცა დამაკმაყოფილებელი განმარტება მოგვეცა იმ მიმართების წყალობით, რომელიც ამ ქვეყნის საგნებს ერთი ოჯახის წევრებად აქცევს:

სამყაროში საგნები ისეა მოწესრიგებული და იმგვარ ურთიერთწესრიგშია ყველაფერი, რომ, უწყვეტი ნაკადის მსგავსად, შესაძლებელია ნებისმიერი საგნიდან ნებისმიერი საგნისკენ თანდათანობითი გადასვლა. — ჯორდანო ბრუნო, „კავშირები“

„ფაუსტი 3“-ში ვნახავთ, კიდევ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ გეგმამ.

ფილიპ ვოარინო, 2013 წლის დეკემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/pausti-2?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)