ფაუსტი #1 - ერთხელ ერთი


„ის ნიღაბს ატარებს.“

გოეთეს „ფაუსტში“ ერთი ბუნდოვანი პასაჟია, რომელსაც, რამდენადაც ვიცი, საკმარისი ინტერპრეტაცია არასდროს მისცემია.
შევეცდებით ჩავწვდეთ მას ნაწერებიანი ნახაზის დახმარებით, რომელსაც აიკიდო გვთავაზობს.

ფაუსტი, რომელიც ეშმაკს შეეკრა ბუნების იდუმელებათა უსაზღვრო ცოდნის მისაღებად, მეფისტოფელთან ერთად გრძნეული ქალის სამზარეულოში შედის, სადაც ჯადოსნური სასმელი უნდა მიიღოს.

გრძნეული მიწაზე წრეს ხაზავს და ფაუსტს შიგ შესვლას აიძულებს.

ეს არსებითია და ხელსაც გვაძლევს, რადგან თავად აიკიდოში მოვარჯიშეც წრის შუაგულში დგას. შემდეგ გრძნეული ქალი იწყებს მის მონუსხვას, რომლის სიტყვათა შეძლებისდაგვარად ზუსტ თარგმანსაც გთავაზობთ აქ. ასე რამდენადაც გაგებაში მოვიგებთ, ალბათ იმდენადვე პოეზიის თვალსაზრისით წავაგებთ:

Du mußt versteh’n!

შენ უნდა გაიგონო (გამიგონე)!

ზმნა verstehen-ის პირველადი მნიშვნელობა – რომელსაც უმეტესწილად გაგებად თარგმნიან – სწორედაც გაგონებაა (hören). შექმნილ სიტუაციაში გრძნეული ჯადოსნობს და მოიხსენიებს ძალას, რომელსაც შესთხოვს, თავი გამოავლინოს. ამიტომაც შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ მისი სიტყვები ფაუსტის მისამართითაა ნათქვამი, რომელსაც ზიზღით უყურებს და სიამოვნებით აქცევდა ფერფლად, რომ არ ჩარეულიყო მეფისტოფელი.

Aus Eins mach Zehn,
Und Zwei laß geh’n,
Und Drei mach gleich,
So bist Du reich

ერთჯერ ათი,
და გაუშვი („გამოაჩინე“) ორი,
და გააკეთე სამი მსგავსი,
ასე ნაყოფიერი (მდიდარი, ხვავიანი) გახდები.

გოეთე Du-ს დიდი ასოთი წერს და სწორედ ეს ადასტურებს, რომ გრძნეული არ მიმართავს ფაუსტს, ვის მიმართაც არავითარი ინტერესი არა აქვს. დიდი ასო კი, პირიქით, ნიშანია, რომ იგი მოწიწებით მიმართავს უმაღლეს იერარქიას, რომლის მოქმედებასაც ხვავიანსა და ბარაქიანს უწოდებს. ფაუსტი კი არა, უნივერსალური ქმნილებაა მდიდარი.

Verlier die Vier!
Aus Fünf und Sechs,
So sagt die Hex’,
Mach Sieben und Acht,
So ist's vollbracht :
Und Neun ist Eins,
Und Zehn ist keins.
Das ist das Hexen-Einmaleins! »

დაკარგე (გამოტოვე) ოთხი !
ხუთით და ექვსით (საშუალებით),
ასეო, - ამბობს ჯადოქარი,
გააკეთე შვიდი და რვა,
და ასე შესრულდება:
და ცხრა არის ერთი,
ათი კი არც ერთი.
ესაა გრძნეულის „ერთხელ ერთი“!

გოეთეს იდუმალებით მოცული ეს ტექსტი გერმანული დედნიდან რაც შეიძლება ახლოსაა ნათარგმნი. ახლა კი ის აიკიდოს იმ „გეგმის“ გამოყენებით წავიკითხოთ, რომელიც მივიღეთ სტატიაში „არქეტიპი“.

რაკი ლაპარაკია არქეტიპზე, ხოლო არქეტიპი განმარტებით უნივერსალური და პრიმიტიული ხასიათისაა, არ იქნება გასაკვირი, თუკი აიკიდო საშუალებას მოგვცემს გრძნეულის ენა გავშიფროთ - იმ შემთხვევაში, თუ გოეთეს ტექსტი აზრს მოკლებული უბრალო ფანტაზია არ გახლავთ, როგორც ეს ბევრს მიაჩნია. თუმცა როცა გოეთესნაირი პატივსაცემი გონების სიტყვები არ ესმით, ჭკვიანური იქნებოდა, ნაჩქარევი დასკვნები არ გამოეტანათ და არ ეფიქრათ, აქ არც არაფერია ამოსაცნობიო.

დაწყებამდე ერთი არსებითი პუნქტი გავიხსენოთ: ქვემოთა მოდელი, გადმოტანილი სტატიიდან „არქეტიპი“, აიკიდოს პრინციპების განვითარების გეგმაა. ეს პრინციპები აიკიდოს ილეთებამდე უკვე არსებობდა და რამდენადაც ისინი წინ უსწრებენ ფორმას, ამიტომაც არიან უნივერსალურები და სტატიაში „ფაუსტი #2 - ერთხელ ერთი“ ვნახავთ, თუ როგორ დაგვეხმარებიან ისინი იმ საიდუმლოების გაგებაში, რომელსაც, ერთი შეხედვით, თითქოს არავითარი კავშირი არა აქვს აიკიდოსთან.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/pausti-1-ertxel-erti
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)