ომოტეს ან ურას საფუძველი

ტექნიკურ ნაშრომებში, რომლებიც საიტო სენსეიმ თავისი ცხოვრების ბოლო წლებში დაწერა, მეთოდი კიდევ უფრო ხისტი ხდება. ყველა პედაგოგიური საშუალება გაძლიერებულია იმ მიზნით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაფიქსირდეს ყველასთვის მოდელები, რომელთაც ცოდნის შენახვა-შენარჩუნება ძალუძს, ცოდნისა, რომელიც დროთა განმავლობაში დიდი ალბათობით დაიკარგებოდა იმ თამამი ტექნიკური ინტერპრეტაციებისა და თვითნებური მოდიფიკაციების ხლართებში, რომლებიც აუცილებლად ახლავს ხოლმე თან მათ.

ასეა უკვე, მაგალითად, ვიდეოში ნაჩვენები შომენ უჩი იკიოს ტექნიკის შემთხვევაში. არც ო-სენსეი და არც საიტო სენსეი ახალგაზრდობაში, არ აკეთებდნენ შომენ უჩი იკიოს იმგვარად, როგორც ეს ტექნიკა ამ უკანასკნელის ცხოვრების ბოლოს გამოქვეყნებულ წიგნებშია განმარტებულია. სასტარტო მანძილი (მააი) განსხვავებული იყო და როგორც ტორისაგან, ისე უკესაგან მოითხოვდა ერთი ნაბიჯის წინ წადგმას უკანა ფეხით, რათა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთთან შეხება შესძლებოდათ.

ამ მოძრაობაში ორი შესაძლებლობაა ტორისათვის : ან ახერხებდა იგი ამ ნაბიჯის გადადგმას წინისაკენ და ამიტომაც შეეძლო შესულიყო იკიო ომოტეს ტექნიკით – და მხოლოდ ომოტესი, რაკი ურა ამ კონტექსტში შეუძლებელია – ან ვერ ახერხებდა ამ ნაბიჯის გადადგმას და, უკეს ზეწოლის ქვეშ, იძულებული ხდებოდა დატრიალებულიყო თავის წინა ტერფზე და იკიო ურა გაეკეთებინა, ვინაიდან ომოტე ამ კონტექსტში ხდებოდა შეუძლებელი.

მაშასადამე, არჩევანს, იკიო ომოტე გაკეთდეს თუ იკიო ურა, განსაზღვრავს ორ სხეულს შორის მიმართება დროის იმ მონაკვეთში, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს და ეს არ გახლავთ ტორის თვითნებური არჩევანი.

თავისი სიცოცხლის მიწურულს საიტო სენსეი გვაიძულებდა დაგვეწყო იკიო ომოტე მკლავების შეხვედრის წერტილიდან, რაც სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ შუალედური ეტაპია და ამ მოძრაობის ნამდვილი შესრულების მეორადი თვლაა. ეს ხელოვნური სიტუაცია თითქოს უტოვებს ტორის არჩევანს, გააკეთოს იკიო ომოტე ან იკიო ურა. სინამდვილეში კი ურას შესრულება ამ კონტექსტში შესაძლებელია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც უკე რთავს ნებას გადადგას ეს ნახევარი ნაბიჯი, რომელიც ტორის თავისი ფეხის თითების მისი ფეხის თითებთან მისატანად და თავისი სხეულის დატრიალებისათვის სჭირდება.

თუკი ტორის ეს ნაბიჯი ნებადართული უნდა იყოს უკესაგან, გამოდის, რეალობაში შეუძლებელია ტორისათვის – იმ მყარ დგომში, რომელშიც ზუსტად ამ დროს არის უკე – უარი თქვას თავისი უკანა საყრდენზე ისე, რომ უკე მყისიერად არ გახდეს სიტუაციის განმკარგავი.

პედაგოგიური მიზეზების გაგება, რამაც უბიძგა საიტო სენსეის უფრო ხისტი გაეხადა სასწავლო მოდელები, ხელს არ გვიშლის იმ მატერიალურ შეუძლებლობათა შეცნობაში, რომლებიც უკიდურეს კოდიფიკაციებს უკავშირდება. ერთი მათგანი სწორედ აქაა განხილული. კიდევ ერთხელ, ნათლად უნდა დავინახოთ, რომ მეთოდი პადაგოგიური ინსტრუმენტია, რომელიც არ უნდა ავურიოთ აიკიდოს მოძრაობათა რეალობაში.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის ოქტომბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/omotes-uras-sapuzveli
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)