ო-სენსეის გადაადგილება #8

ექვსი გარე მიმართულება

ბოლო 3 გარე მიმართულებას იწყებს უკანა ტერფი

გარე მიმართულება n°4

გარე მიმართულება n°4-ში აიტე, მოწინააღმდეგე, მოდის უკნიდან:

გვახსოვდეს: 1-ლი, 2-ე და მე-3 გარე მიმართულებების (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #5, #6 და #7), სქემები არასრულია. მათ ზედა, ანუ გარე მიმართულება 4-ის სქემის ჭრილში უნდა გადავხედოთ. მართლაც, განმარტებისამებრ (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #5 და #6): ექვსივე გარე მიმართულებისას ირიმის თეძო ყოველთვის იმ ტერფის საპირისპირო თეძო იყო, რომელიც იწყებს გადაადგილებას (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #5, #6 და #7). ამიტომაც აუცილებელია თეძოთა ამ ინვერსიის მითითება სქემებზე, როგორც აქ არის, თეძოთა ბრუნვის დასრულებითა და წარმმართველი თეძოს ხაზზე გასწორებით. ეს მოდიფიკაციები გათვალისწინებული იქნება ექვსი მიმართულების შესახებ ამ ფუნდამენტური კვლევის სამომავლო სახეცვლილებისას.

გარე მიმართულება n°4 ილუსტრირებულია აქ კოკიუ ნაგეთი უშირო ერი დორის ჩავლებიდან („ბუდო“, 1938).

შეგვიძლია გადავამოწმოთ საწყისი პოზიცია (როპო), ტერფის 30°-იანი კუთხე ირიმის მომენტში, მარცხენა, როგორც წარმმართველი თეძოს ბრუნვის მიმართულება და შეტევის ხაზიდან გასვლა.

ეს ფოტოები საშუალებას მაძლევს, განვმარტო ერთი ცნება, რომელიც აქამდე მკაფიოდ არ წარმომიჩენია და რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ო-სენსეის გადაადგილების გაგების საქმეში. მართლაც, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მხოლოდ ამ ექვსი მიმართულებით შემოთავაზებული შესაძლებლობებია აიკიდოს გამოსავალი მრავლობითი შეტევის შემთხვევაში, რისთვისაც იგი არის კიდეც გარკვეულწილად „გააზრებული“.

ეს სულაც არ არის ასე, ეს ექვსი მიმართულება - რეალურად ესაა აიკიდოს გადაადგილება, ნებისმიერ სიტუაციაში, იარაღით თუ უიარაღოდ და რამდენიც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგეთა რიცხვი.

ამიტომაც ვპოულობთ აუცილებლად ტაი ჯიცუს ყველა ილეთში ერთ, ან მეორე, ან რამდენიმეს ამ 12 შესაძლებლობათაგანს, შემოთავაზებულს ჰანმის დგომიდან: იოკომენ უჩი შიჰო ნაგე, მაგალითად, შიდა მე-5 და მე-6 მიმართულებებზეა დამყარებული (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #3 და #4 – შეცდომა : ყურადღებით, შიდა მიმართულებები მე-4 და მე-5 შებრუნებულია ნუმერაციაში), შომენ უჩი ირიმი ნაგე აგებულია 1-ელ და მე-5 შიდა მიმართულებებზე (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #1 და #3) და ა. შ.

დავიხსომოთ: ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ყოველ ჯერზე ჰანმის შეცვლა, რაც მოძრაობის დროს ხდება და რაც განაპირობებს, რომ მიმართულებები თანამიმდევრობით უნდა შეფასდეს, იმის მიხედვით, მარცხენა ჰანმია თუ მარჯვენა.

მრავალმიმართულებიანი რანდორი სხვა არაფერია, თუ არა გადაადგილების პრინციპის განსაკუთრებული დაცვა, რომელიც ამ უკანასკნელისთვის სულაც არ არის დამახასაიათებელი.

რაც ახლა განვმარტეთ, საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, თუ რატომ რჩება უცვლელი და რატომ მუშაობს ერთმაირი ეფექტურობით აიკიდოში მოძრაობის, ილეთის ფორმის წარმომშობი გადაადგილება მაშინ, როცა მას ერთი მოწინააღმდეგის მიმართ ვიყენებთ და მაშინაც, როცა მას შემტევთა ჯგუფის წინააღმდეგ ვხმარობთ.

არაფერი იცვლება, როცა ერთი მეტოქის შეტევიდან მრავალ მეტოქის შეტევაზე გადავდივართ. პრინციპი ცვლადი გეომეტრია არ გახლავთ, ის მუშაობს – განსაზღვრებით – ყველა შემთხვევაში და ყოველთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აიკიდოს უმცირესი ელემენტთაგანიც კი იარსებებდა პრინციპისაგან დამოუკიდებლად, მაშინ ეს უკვე პრინციპი აღარ იქნებოდა.

ტაკემუსუს აიკი პრინციპის მოქმედებაა, რაც რიცხვით, რაციონალური კანონებით, მათემატიკით გამოიხატება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს გეომეტრიის კანონებია.

ეს კანონები სადაო არ გახლავთ, ისინი, უბრალოდ, არის. ისინი შეიძლება გაიაზროს (ან დაკარგოს) ადამიანმა. ამიტომაც ხედავდნენ ამაში ჩინელი ბრძენები ზეციური ნების ხელშესახებ და გაზომვად გამოხატულებას. ამ კანონებით გამოიხატება რეგულარუობა და კოორდინაცია, რაც ზეცის მოქმედებისთვისაა დამახასიათებელი და რის მიმართაც ადამიანის აზროვნება მგრძნობიარეა.

მაშინ ადამიანს შეუძლია ზეციურ ნებას მიჰყვეს და თავისი მოძრაობა მისას მოარგოს, თავისი საქმიანობა ზეციური აქტივობის პარალელურად აქციოს, ანუ თავის მიკროკოსმოსში, ციკლში, რომელსაც მიეკუთვნება კაცობრიობა, მიენდოს კანონებს, რომლებიც დასაბამიდან არსებობს სამყაროს ყველა იერარქიაში.

მაშასადამე, ზეციური ნებითაა, რომ აიკიდოში მოვარჯიშე ისე გადაადგილდება, როგორც უნდა გადაადგილდებოდეს, უსასრულობის მიერ დაწესებული კანონებით, ეს ადამიანის ტექნიკური არჩევანი არ გახლავთ, თუგინდ ეს ადამიანი ყველა დროის ყველაზე დიდი საბრძოლო ექსპერტი იყოს: უეშიბას სიდიადე აიკიდოს კანონების გამოგონება არ არის, მისი სიდიადე უსასრულობის ამ კანონთა შეცნობასა და ამ კანონებზე მორგებაშია გარკვეულ ჩარჩოში, ანუ საზღვრებში და ეს საზღვრები საბრძოლო ხელოვნებაა.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აიკიდოში მოვარჯიშის გადაადგილება ადამიანისგან არაა წარმოქმნილი.

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის ივნისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/o-senseis-gadaadgileba-8?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)