ო-სენსეის გადაადგილება #7

ექვსი გარე მიმართულება

პირველ 3 გარე მიმართულებას იწყებს წინა ტერფი

გარე მიმართულება n°3

გარე მიმართულება n°3-ში აიტე, მოწინააღმდეგე, მოდის მარჯვნიდან:

ზევით ახსნილი გადაადგილება დასურათებულია ფოტოთი (შინგუ, დაახლოებით 1960 წელი), რომელზეც ო-სენსეი ამ შემთხვევისთვის მესამე გარე მიმართულებას იყენებს ირიმის შესასრულებლად:

შეტევის მომენტში ო-სენსეი ჰიდარი ჰანმიში იდგა, სახით მაყურებლებისკენ. სურათზე ჩანს, რომ მისი მარჯვენა ტერფი უკიდურესად გახსნილია მარჯვნისაკენ. და თან საერთოდ არ აინტერესებს მისგან მარჯვნივ მდგომი უკე (წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ჩავლებული ექნებოდა ამ სტადიაზე).

ეს კმარა იმის საჩვენებლად, რომ იგი შუალედურ ფაზაშია მისთვის მარცხენა მხარეს ბრუნვაში. მომდევნო წამის მეასედში დაასრულებს ბრუნს და ჩაავლებს უკეს, რომელიც მისგან მარცხნივ დგას ამ ფოტოზე. მისი მარჯვენა ტერფიც დაასრულებს თავის ბრუნს მარცხნივ, როგორც ეს გარე მიმართულება n°3-ს სქემაზეა ნაჩვენები.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს:

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნამდვილი მოძრაობის დროს t და t’ ერთ ბიჯად შეერთდებიან.

ეს ბუნებრივი, გარდაუვალი შედეგია მოძრაობის უწინარესი საფუძვლისა, რაც ღერძის ბრუნვა გახლავთ: თავის გარშემო ტრიალისას, როგორც ამას ცილინდრი აკეთებს ბრუნვის დროს, სხეული ვერ გადადგამს ერთ ტერფს მეორის შემდეგ, ის აუცილებლად ორივე ტერფს ერთდროულად ამოძრავებს: წინა და უკანა ტერფები ერთად გადადგილდება (შდრ ო-სენსეის გადაადგილება #6).

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/o-senseis-gadaadgileba-7?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)