ო-სენსეის გადაადგილება #5

ექვსი გარე მიმართულება

პირველ 3 გარე მიმართულებას იწყებს წინა ტერფი

გარე მიმართულება n°1

ო-სენსეის გადაადგილება #4-ში ვნახეთ, რომ ადამიანის სხეულს ჰანმის დგომიდან შიდა მიმართულებებით შეუძლია ოთხიდან მხოლოდ სამ სექტორს მიუდგეს, ან წინა ტერფით, ანდაც უკანა ტერფით. მაგრამ, ასევე დავინახეთ, რომ ამ ექვსი შიდა მიმართულებიდან არც ერთი არ აძლევს საშუალებას, მეოთხე სექტორს მიუდგეს.

ამ უკანასკნელ სექტორთან მისადგომად, ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ მიუდგეს გარე მიმართულებებს. გარე მიმართულება n°1 მას საშუალებას აძლევს, შიდა მიმართულებებისთვის ამ მიუდგომელი კუთხისკენ გადაადგილდეს.

გარე მიმართულება n°1-ში აიტე, მოწინააღმდეგე, მოდის მარცხნიდან:

ყურადღება:

შიდა ექვსი მიმართულებისას ირიმის თეძო ყოველთვის იმ ტერფისა იყო, რომელიც იწყებდა გადაადგილებას, წინა ტერფი იქნებოდა ეს თუ უკანა.

გარე ექვსი მიმართულებისას ყველაფერი პირიქითაა და ირიმის თეძო ყოველთვის იმ თეძოს საპირისპიროა, რომელიც გადაადგილებას იწყებს, წინა ტერფი იქნება ეს თუ უკანა.

ეს განსხვავება აუცილებლად კარგად უნდა გავიაზროთ, თორემ გარე მიმართულებები სრულიად გაუგებარი დარჩება.

მაშასადამე, გარე მიმართულება n°1-ში ჰიდარი ჰანმიდან ირიმის თეძო მარჯვენა თეძოა, ტენკანის თეძო კი მარცხენა. ესე იგი დარტყმა ხორციელდება თეძოების ტრიალით მარცხნიდან მარჯვნივ. სწორედ ამგვარი ბრუნვაა ასახული ო-სენსეის შემდეგ ფოტოებზე:

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის მაისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/o-senseis-gadaadgileba-5?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)