ო-სენსეის გადაადგილება #4

ექვსი შიდა მიმართულება

ბოლო 3 შიდა მიმართულებას იწყებს უკანა ტერფი

შიდა მიმართულება n°5 და 6

შიდა მიმართულება n°5-ში აიტე, მოწინააღმდეგე მოდის მარჯვნიდან:

ეს შიდა მიმართულება n°5, რომელსაც უკანა ტერფი იწყებს, სრულიად სიმეტრიულია შიდა მიმართულება n° 2-ისა (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #2), რომელსაც, უკანა ტერფი იწყებს. სიმეტრიის ღერძი ძირს დახაზული ჯვრის ცენტრზე გადის.

შიდა მიმართულება n°6-ში აიტე, მოწინააღმდეგე მოდის მარცხნიდან:

ეს შიდა მიმართულება n°6, რომელსაც უკანა ტერფი იწყებს, სრულიად სიმეტრიულია შიდა მიმართულება n° 3-ისა (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #2), რომელსაც, წინა ტერფი იწყებს. სიმეტრიის ღერძი ძირს დახაზული ჯვრის ცენტრზე გადის.

მაშასადამე ჰანმის დგომის გარშემო არსებობს 3 შიდა მიმართულება, დაწყებული წინა ტერფიდან და 3 შიდა მიმართულება, დაწყებული უკანა ტერფიდან.
ეს ექვსი შიდა მიმართულება სიმეტრიულებია და ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს ბრუნავს ორ-ორად:

ჰანმის დგომში, შიდა მიმართულებების წყალობით ადამიანს შეუძლია წრეწირის ოთხი სექტორიდან სამს მიუდგეს, ან წინა ტერფით, ანდაც კიდევ უკანა ტერფით. მაგრამ ამ ექვსი შიდა მიმართულებიდან არც ერთი არ აძლევს საშუალებას მიუდგეს ზურგსუკან მდებარე სექტორს. ამ უკანასკნელ სექტორთან მიდგომაში მომდევნო სტატიები დაგვეხმარება, რომლებიც უკვე გარე მიმართულებებს შეეხება.

ჰანმის დგომში:

შიდა მხარისკენ ადამიანის სხეული შეუხტომლად ვერ დატრიალდება 360°-ით, მაქსიმუმ შეიძლება დატრიალდეს 270°-ით.

ადამიანი ვერ დატრიალდება შიგნითკენ 270°-ით წინა ტერფიდან. შიგნითკენ 270°-ით შეიძლება დატრიალდეს მხოლოდ უკანა ტერფიდან.

მხოლოდ და მხოლოდ შიჰო და უჩი კაიტენი იყენებს შიდა მიმართულება n° 6-ს, ანუ იმას, რომელიც სხეულს აიძულებს, მესამე საქტორამდე დატრიალდეს. აი, რატომ ასწავლიდა ო-სენსეი კუდენებში, რომ შიჰო ნაგეს შესასრულებლად აუცილებელია 270°-ით დატრიალება.
ასევე 270°-ით დატრიალებაა საჭირო უჩი კაიტენ ნაგესა თუ უჩი კაიტენ სანკიოს შესასრულებლად.

ასეთ დროს, ამ 270°-იანი ბრუნვის სიდიდის გამო, წინა ტერფი აუცილებლად უნდა გაიხსნას (თეძოების ტრიალის შედეგად) და ამით უკანა ტერფი გაატაროს. სწორედ წინა ტერფის ამ აუცილებელ და დამახასიათებელ გახსნას ეწოდება ჰიტო ე მი. ორივე ტერფის ამ სახით გახსნა 60°-ით (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #3) აიკიდოში მხოლოდ მოძრაობისას არსებობს. ეს დგომი არ გახლავთ, ეს გადასვლაა. ესეც აუცილებელი გადასვლაა.

მაშასადამე ჰიტო ე მი მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, როცა სხეული უკიდურეს 270°-იან წერტილს აღწევს. სხვა შემთხვევებში ამის აუცილებლობა არ არის.

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის მაისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/o-senseis-gadaadgileba-4?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)