ო-სენსეის გადაადგილება #3

ექვსი შიდა მიმართულება

ბოლო 3 შიდა მიმართულებას იწყებს უკანა ტერფი

შიდა მიმართულება n°4

ო-სენსეის გადაადგილება #2-ში საკვირველი აღმოჩენა გავაკეთეთ.

მიუხედავად იმისა, რომ „ბუდოში“ მორიჰეი უეშიბა მხოლოდ ექვს მიმართულებაზე (როპო) ლაპარაკობს და არაფერს ამბობს 60°-იან კუთხეზე, მიუხედავად იმისა, რომ რინჯირო შირატას მეთვალყურეობით შესრულებულ ჯონ სტივენსის თარგმანს 60°-იანი კუთხე შემოაქვს, რაც იაპონურ დედანში არსად მოიძევება (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #1), აიკიდოს ფუძემდებლის მიერ ნახსენებ ექვს მიმართულებას მაინც აქვს საერთო 60°-იან კუთხესთან.

მართლაც, ექვსივე მიმართულება (შიდა თუ გარე) სხეულის ბრუნვასთანაა კავშირში შუა წერტილის გარშემო, რომელიც ძირს დახაზული ჯვრის ხაზების კვეთაზეა. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ პირველი სამი მიმართულების შესწავლისას და მომდევნო სტატიებიც ამის ნათელი დადასტურება იქნება.
ამ ბრუნვისას ადამიანის სხეული სრულყოფილ წრეწირს ხაზავს, თუკი ის აიკი ირიმით მოძრაობს.

ანუ ექვსი მიმართულება ჰარმონიულად წარმოიქმნება ამ წარმოსახვით წრეწირში, რომლის შემოქმედი
შუაგულიც თავად ადამიანია.

თანაც წრეწირის ექვს თანაბარ ნაწილად დაყოფისათვის ერთადერთი საშუალება, 60°-იანი კუთხე არსებობს.

ეს გეომეტრიული აუცილებლობაა, რომელიც, წესით, კაჯო-ების კვლევიდან უკვე უნდა ვიცოდეთ.

აი, რატომ არის ჰანმის დგომი ასეთი მნიშვნელოვანი: იგი სათავე, შემოქმედების გული, პირველადი უჯდერია, სადაც გენომივითაა ამოტვიფრული იმ ყველაფრის გეგმა, რამაც თავი უნდა იჩინოს.

ეს რომ გავიგოთ, საკმარისია, არ დავუშვათ კლასიკური შეცდომა და არ ვიფიქროთ, თითქოს ეს 60° წინა და უკანა ტერფების ღერძებს შორის არსებული იყოს.

მართლაც, 60° არ გახლავთ წინა და უკანა ტერფებს შორის სხვაობა, იგი უფრო რთულ სტრუქტურაში შედგენილი კუთხეა უკანა ტერფის ღერძსა და სხეულის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულ ღერძს შორის (შდრ. ქვედა ნახაზი).

წინა და უკანა ტერფებს შორის არსებულ კუთხეც, ცხადია, გეომეტრიის კანონებს ემორჩილება: სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი 180°-ია, გვაქვს ერთი 90°-იანი და ერთიც 60°-იანი კუთხე, დარჩენილი კუთხე სხვა ვერაფერი იქნება, თუ არა 30°-იანი.

ორი ურთიერთშემავსებელი, 30° და 60°-იანი კუთხე მართკუთხა სამკუთხედის სწორ კუთხეს წარმოაჩენს. [ვიტრუვიუსის მამაკაცი #4][hv4]-ში კი უკვე ვნახეთ, თუ როგორც ქმნის წრეწირს მართკუთხა სამკუთხედის დატრიალება.

მისი ტერფების გადაადგილების თანხვედრა მართკუთხა სამკუთხედის კანონებთან საშუალებას აძლევს ადამიანს, სრულყოფილი სამკუთხედი გამოსახოს თავისი სხეულით, თუკი ექვს მიმართულებას წრეწირის ბუნებრივ და მარადიულ 60°-იან კუთხეებად დაყოფით იღებს.
ესაა ო-სენსეის მიერ ნახსენები წმინდა ცეკვა, ფურუმაი. ის წმინდა გეომეტრიიდანაა გამოსული.

აი, რატომ უკავშირდება მჭიდროდ აიკიდოს დგომი (ჰანმი, კამაეს დგომი) და მოძრაობის ფორმა (ჰიტო ე მი) 60°-იან კუთხეს: იმიტომ, რომ იგი საერთო ამოსავალი წერტილია მართკუთხა სამკუთხედსა და წრეწირს შორის.

ასე რომ არ იყოს, ადამიანი ვერ დაადგებოდა ამ ექვს მიმართულებას აიკის ირიმის პრინციპების შესაბამისად, ანუ სამყაროსთან ჰარმონიაში.

60°-იანუ კუთხის დაცვა კამაესა და გადაადგილებისას აიკიდოს ერთ-ერთი ფუნდამენტური კანონია, რადგან ეს სამყაროს კანონია. ეს ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ჩანახატში ჩაწერილ გზავნილთაგან ერთ-ერთია (შდრ. ვიტრუვიუსის მამაკაცი #5).

30 ° ნახევარია 60°-ისა, 90° ჯამია 60°-ისა და 30°-ის, 120° კი ორჯერ აღემატება 60°-ს:
აიკიდოს დგომი ჰანმი და აქედან გამოსული მოძრაობები მჭიდროდ უკავშირდება 60°-იან კუთხეს და დამოკიდებულია მასზე.

60°-იანი კუთხე გეომეტრიული გასაღებია, რომელიც ერთსა და იმავე ბრუნში სამკუთხედის, კვადრატისა და წრეწირისათვის თავის მოყრის საშუალებას იძლევა.

აიკიდოს გადაადგილება უმკაცრეს გეომეტრიულ კანონებზეა დაფუძლებული. თუ არ გვეცოდინა და არ დავიცავით ეს კანონები, ვერც შევიცნობთ ამ ექვს მიმართულებას და ვერც მოვახერხებთ ამ ექვსი მიმართულებით გადაადგილებას, მაშასადამე, ვერც ირიმის პრინციპის რეალიზებას შევძლებთ და, აქედან გამომდინარე, ვერც აიკიდოს გავაკეთებთ.

შიდა მიმართულება n°4-ში, აიტე, მოწინააღმდეგე მოდის წინიდან:

ეს შიდა მიმართულება n°4, რომელსაც უკანა ტერფი იწყებს, სრულიად სიმეტრიულია შიდა მიმართულება n° 1-ისა (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #1), რომელიც, თავის მხრივ, წინა ტერფით იწყება. სიმეტრიის ღერძი ძირს დახაზული ჯვრის ცენტრზე გადის.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/o-senseis-gadaadgileba-3
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)