ო-სენსეის გადაადგილება #2

ექვსი შიდა მიმართულება

პირველ 3 შიდა მიმართულებას წინა ტერფი იწყებს

შიდა მიმართულება n°2 და 3

ჰიდარი ჰანმი:

შიდა მიმართულება n°1-ში მოწინააღმდეგე წინიდან მოდიოდა (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #1).

შიდა მიმართულება n°2-ში აიტე, მოწინააღმდეგე მოდის მარჯვნიდან:

შიდა მიმართულება n°3-ში აიტე, მოწინააღმდეგე მოდის უკნიდან:

პირველადაა ნაჩვენები სამყაროს კანონზომიერებათა გაგებისათვის აუცილებელი კუთხეები, კუთხეები ადამიანის გადაადგილების სისტემისა, რომელიც ამავდროულად თვით ადამიანს აღემატება.

ყველაფერი რიცხვიაო“, გვასწავლიდა პითაგორა და აიკიდოს გადაადგილებაც რიცხვია, ზუსტად ისევე, როგორც მუსიკა.

ეს კუთხეები, მოწიწების ნიშნად, ამჯერად განმარტებების გარეშეა აქ... მათ ბუნებრივ სრულქმნილებაში.

მათ ო-სენსეის გადაადგილება # 3-ში გავარჩევთ.

ვიფიქოთ ამაზე. ჩავუღრმავდეთ იმას, თუ რას ნიშნავს აიკიდოს კვლევა. ჩავფიქრდეთ ამ კვლევის ჭეშმარიტ საგანზე. საბრძოლო ასპექტი არსებობს, რასაკვირველია, მაგრამ ეს წვეთი ზღვაშია ტაკემუსუ აიკისათვის.

ჰანმის დგომის გარშემო, წინა ტერფიდან ათვლილი პირველი სამი მიმართულება შემდეგია:

სამივეს იწყებს წინა ტერფის გადაადგილება სხეულის შიგნითა მხარისკენ და ამიტომაც ვუწოდებთ მათ შიდა მიმართულებებს.

მაშასადამე, ირიმის ბიჯი არ არის ჰანმის დგომი და ის არც ჰიტო ე მის პოზიციაა... ის საწყისი ჰანმის ბიჯსა და ფინალური ჰანმის ბიჯს შორისაა. სინამდვილეში იგი არცაა საკუთრივ დგომი, ეს უფრო გადასვლაა. მაგრამ ეს იძულებითი გადასვლაა.

ამ მომენტში ტერფები ერთმანეთის მიმართ 30°-იან კუთხეს ადგენს, ხოლო თეძოები ირიმი-ტენკანის ბრუნვის მაქსიმუს აღწევს, რაც წინა ხელს უჩის სფეროში შესვლის, უკანა ხელს კი ამადროულად შეტევის ხაზიდან გასვლის საშუალებას აძლევს.
ამ მომენტში გამოთავისუფლდება ენერგია:

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის მაისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/o-senseis-gadaadgileba-2?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)