ნელა თუ ისწავლი

კუმიჯოები (აქ ნომერი 1), კუმიტაჩები და, ზოგადად, ყველა სავარჯიშო იარაღით, უნდა სრულდებოდეს ნელა.

ივამაში საიტო სენსეი ყოველგვარ სისწრაფეს კრძალავდა იარაღით ვარჯიშისას და, როდესაც ხალხი არ იცავდა ამ მითითებას, გულწრფელად განრისხდებოდა ხოლმე. ერთ დილას, ვარჯიშის დროს, მან განმარტა ეს, პატრისია ჰერდრიქსი კი ამ ყველაფერს შერბილებულად თარგმნიდა. რაკი შესაბამისი რეაქცია ვერ იხილა ჩვენს სახეებზე, მან სთხოვა დანიელ ბუბოს, რომელიც იქვე იყო, შეეცვალა პატრისია და მთელი სიძლიერით გაემეორებინა მისი სიტყვები :

თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ გახდეთ მასწავლებლები და, თუ არ შეგიძლიათ ისწავლოთ სწორად (ნელი მუშაობით), აიკრიფეთ გუდა-ნაბადი და დაუყოვნებლივ დატოვეთ ეს დოჯო.

ნელა შესრულებისას ვარჯიში უფრო ნაყოფიერი ხდება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაქვთ აუცილებელი დრო, "შეხედოთ საკუთარ თავს". ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაინახოთ, რა არ ვარგა და გაასწოროთ ის, რაც გასასწორებელია.

საბრძოლო რეალობაში მნიშვნელოვანია არა იმდენად შესრულების სისწრაფე, რამდენადაც ჰარმონიზაცია შეტევასთან (ავასე), ხოლო რაც უფრო ნელა ვარჯიშობს ადამიანი, ავასეს შესწავლა მით უფრო უიოლდება.

პატარა სამურაიობანას სინდრომი წმინდად კონვენციური სასწავლო სავარჯიშოების ძალიან სწრაფად შესრულებაში მდგომარეობს. ეს იგივეა, მთელი სისწარფით დაუკრა გამები, იგივეა, რომ სასწავლო სავარჯიშო, რომელიც გარკვეულ წესებს, სახელდობრ კი, გარკვეულ რიტმს უნდა ექვემდებარებოდეს, სრულიად უსარგებლო და ერთთავად სასაცილო სისწრაფის სავარჯიშოდ აქციო. ეს ყოველივე ეგოს გამოვლინებაა, რომლესაც სურს გამოჩნდეს და გაბრწყინდეს.

მეომრის სიმამაცე მხოლოდ ბრძოლის ველზე არსებობს, სხვაგან კი სწავლაა ან სკოლის შესვენებების ეზო, აიკიდოს დოჯო კი – ამის თქმა უნდოდა საიტო სენსეის – არ უნდა ვაქციოთ სასკოლო შესვენებების ეზოდ.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის დეკემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/nela-tu-iscavli
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)