მეთოდის მიღმა #90

უჩი კაიტენ სანკიო ჰენკა

ეს მოძრაობა საკმაოდ ხშირად სრულდება სწორხაზოვანი შესვლით. უკეს ხელის ქვეშ გასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ შემთხვევაში, თუკი ავასე (ტაიმინგი) დაცულია, მაგრამ სირთულე მერე იჩენს ხოლმე თავს: უკე არ კარგავს წონასწორობას და თავისუფლად შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ილეთის შესრულებას.

კიდევ ერთხელ და კიდევ ყოველთვის, აი, რატომ უნდა იყოს აიკიდოს შესვლა წრიული: ტაი ნო ჰენკას მბრუნავი ნაბიჯი (რომელიც ამავე მიზეზის გამო უჩი კაიტენ ნაგეს იდენტურია) აქ იმისთვისაა, რომ საშუალება მოგვცეს, უკეს იდაყვის შიდა ღრმულზე დაწოლით მის სხეულს გვერდისკენ მივაწვეთ. ეს მოქმედება წონასწორობას აკარგვინებს მას და საშუალებას გვაძლევს დავასრულოთ სანკიოს ეს ფორმა, ან, საჭიროების შემთხვევაში, უკე პირდაპირ, კოკიუ ნაგეთი დავაგდოთ.

ტაი ნო ჰენკა ეწოდება სხეულის მიერ შესრულებულ მოძრაობას, როდესაც მოქმედებს პრინციპი, რომელიც ადამიანის სხეულის ორ ურთიერთშემავსებელ ძალას აერთიანებს. ამ ძალებს აღმოსავლეთში, ზოგადად, ინისა და იანის, აიკიდოში კი ტენკანისა და ირიმის ცნებებით განსაზღვრავენ. ამ ორი – ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო – ძალების ერთიანობა სრულყოფილ წონასწორობაში (ზეცის მოტივტივე ხიდი) მნიშვნელოვანი ენერგიის (კი) წყაროა, ეს ენერგია კი მხოლოდ მაშინ და იმ პირობებში ჩნდება, როცა ეს ორი ურთიერთშემავსებელი ძალა გაერთიანებულია (აი). აიკის კონცეფცია უნდა აღვიქვათ ენერგიად, რომელიც ურთიერთსაპირისპირო-ურთიერთშემავსებელი ძალების ერთიანობისაგან იბადება.

გზა (დო), რომელიც ამ ურთიერთშემავსებელთა (აიკი) შესწავლასა და მის გამოყენებაში მდგომარეობს, გახლავთ აიკიდო. არ არსებობს აიკიდო, თუკი შესრულებული მოძრაობა ირიმისა და ტენკანის ერთიანობისაგან არ წარმოიქმნება. ირიმისა და ტენკანის ბუნება მართლაც იმგვარია, რომ მათი ერთიანობა მხოლოდ და მხოლოდ სპირალურ მოქმედებაში რეალიზდება. შეუძლებელია ირიმისა და ტენკანის გაერთიანება სწორხაზოვან მოქმედებაში. სწორედ ამიტომ უნდა მიატოვოს ადამიანმა გარკვეულ მომენტში სწორხაზოვანი მოქმედება, თუკი უნდა, რომ აიკიდო აკეთოს. ყველაფერი, რაც წინ უსწრებს ამ მომენტს, სხვა არაფერია, თუ არა აუცილებელი შესავალი აიკიდოში და ეს მეთოდის სფეროა.

ფილიპ ვოარინო, 2018 აპრილი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-90
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)