მეთოდის მიღმა #89

ჰანმი - ჰიტო ე მი

ზევით წარმოდგენილი ვიდეო ახლახანს გამოქვეყნებული სტატიის, "პირველი ნაბიჯის" ზოგიერთ წახნაგს წარმოგვიჩენს. სახელდობრ, ურთიერთკავშირს ჰანმისა და ჰიტო ე მის შორის. აქ ვერ გავიმეორებ ყველაფერს, რად დეტალურად იყო გარჩეული სტატიაში "პირველ ნაბიჯი", უბრალოდ, მინდა ყურადღება გაგამახვილებინოთ იმ განსხვავების მნიშვნელობაზე, რომელიც დგომის ცნებასა და მოძრაობის ცნებას შორის არსებობს.

ჰანმი უძრაობის მდგომარეობაა, რომელიც წინ უსწრებს მოძრაობას და, ამიტომაც, იმდენს ხანს შეიძლება გაგრძელდეს, რამდენიც საჭიროა. სწორედ ამიტომ და ამ გაგებითაცაა იგი დგომი. სამაგიეროდ, ჰიტო ე მი აქტიური ფაზა და ბრუნვითი მოძრაობის დინამიკაა. "ჰიტო ე მის სურათზე შეჩერება" მაცდურია, რადგან მან შეიძლება შეგიქმნათ წარმოდგენა, რომ აქაც დგომთანა გვაქვს საქმე. ეს კი ილუზიაა, რადგან სინამდვილეში კადრი არ ჩერდება და მოძრაობა უწყვეტად მიდის.

დგომის კონცეფცია კავშირშია სტატიკურ მდგომარეობასთან, როგორიცაა, მაგალითად, ჰანმი, მაგრამ დინამიკურ პროცესთან, როგორიცაა ჰიტო ე მი, კავშირი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ გარკვეულ მომენტში.

მაშასადამე, აიკიდში ერთადერთი დგომი გვხვდება და ეს ჰანმია. არ არსებობს "მრავალნაირი ჰანმი", როგორც საუბედუროდ ასწავლიან ხოლმე ხანდახან, ის ერთადერთია. სამაგიეროდ, შეიძლება შევხვდეთ ბევრ ცუდად შესრულებულ ჰანმის, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის აპრილი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-89
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)