მეთოდის მიღმა #87

ჯუსან ნო ჯოს თვლა n°12

საიტო სენსეის მეთოდში ჯუსან ნო ჯო სხვადასხვა მონაკვეთებად ისწავლება: 1-დან 4-მდე, 5-დან 6-მდე, 7-დან 9-მდე და 10-დან 13-მდე. ეს ოთხი მონაკვეთი ოთხი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება შესრულდეს, თუმცა აქ და ამჯერად მისი ეს თავისებურება არ გვაინტერესებს.

აქ წარმოდგენილი ვიდეოს პირველ ნაწილში ნაჩვენებია ბმა 7-დან 13-მდე. ეს გახლავთ კლასიკური სავარჯიშო, იმ სახით, რა სახითაც მე ვისწავლე ის ივამაში და ეს არის სწორ ხაზზე შესრულებული სავარჯიშო. ცხადია, რომ მისი ამგვარად შესრულება ვერ მოგვცემდა საშუალებას, ყოველწამიერად გავმკლავებოდით ოთხი მხრიდან ერთდროულად მომავალ შეტევებს. ისიც თავისთავად ცხადია, რომ ირიმი-ტენკანის პრინციპი ვერ ამუშავდება ამგვარი ტიპის სავარჯიშოში – და სწორედ იმიტომაც, რომ ის არ არის ამუშავებული, შესაძლებელი ხდება ამგვარი მუშაობა ერთ სწორ ხაზზე.

თუკი ერთი წამით მაინც ვივარაუდებთ, რომ თავად ო-სენსეის სწავლების მიხედვით შეუძლებელია აიკიდო გააკეთოს ადამიანმა ირიმი-ტენკანის პრინციპის გამოუყენებლად, იძულებული გავხდებით ვაღიაროთ, რომ ჯუსან ნო ჯო, რომელიც ასე, ერთ სწორ ხაზზე სრულდება, სხვა ვერაფერი იქნება, თუ არა სავარჯიშო და ამასთან ცოდნის დაცვა-შენარჩუნების მნემოტექნიკური საშუალება, როდესაც მას კატას ფორმით, ყალიბში მოქცეული სახით ვაკეთებთ და ამით თავიდან ვიცილებთ, რომ იგი საბოლოოდ იქნეს დავიწყებული.

მაშინ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ – მეთოდის მიღმა – ჯუსან ნო ჯოს თითოეული მოძრაობა შეიძლება და უნდა შესრულდეს კიდეც ყოველ ჯერზე ირიმი-ტენკანის პრინციპის გათვალისწინებითა და ამუშავებით. ამგვარი პრაქტიკა უზომოდ უფრო რთულია, ვინაიდან იგი თავის თავში მოიცავს მრავამლმიმართულებიან მუშაობას სავარჯიშოს თითოეულ თვლაზე, მაშინ როცა შესასწავლი მასალა ერთმიმართულებიანი სამუშაოთი კმაყოფილდება სავარჯიშოს ყველა თვლაზე. არადა მხოლოდ ასე თუ შეიძლება ჭეშმარიტი და, მაშასადამე, საბრძოლო არსის გამოტანა თითოეული მოძრაობიდან.
ეს ასევე ერთადერთი ხერხია ვარჯიშისა, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ აიკიდოს პრაქტიკა ო-სენსეის მითითებებთან სრულ თანხვედრაში, როდესაც საქმე შეეხება ოთხი და რვა მიმართულების გათვალისწინების საჭიროებას და როდესაც საქმე თითოეული მოძრაობისას ირიმი-ტენკანის პრინციპის გამოყენების აუცილებლობას შეეხება, ანუ იმ ყველაფერს, რომლის საშუალებასაც მეთოდის სწორხაზოვანი მუშაობა ვერ გვაძლევს.

ვიდეოს მეორე ნაწილში ახსნილია, თუ როგორ უნდა შევასრულოთ მე-12 თვლა ამ კონტექსტში, ისევე, როგორც სტატია #86 განმარტავდა, როგორ უნდა შესრულებულიყო მე-10 თვლა.

დასკვნების გამოტანამდე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ შენიშვნაზე, რომელიც ფუნდამენტურად მიმაჩნია.
როდესაც ჯოს ვხმარობთ მეთოდის, ანუ სწორხაზოვანი მუშაობის ფარგლებში, ჭრისათვის ან ჩხვლეტისათვის შესაძლებელია ჯოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი დაბოლოების გამოყენება თითო ჯერზე: ეს სწორხაზოვანი პრაქტიკის გარდაუვალი შედეგია.
და პირუკუ, როდესაც ჯოს ირიმი-ტენკანის პრინციპით ვიყენებთ, შეუძლებელი ხდება არ გამოვიყენოთ მისი ორივე დაბოლოება ერთდროულად: ირიმი-ტენკანში მუშაობისას ყველაზე შესანიშნავი შედეგი ის გახლავთ, რომ ჯოს ორივე დაბოლოება აუცილებლად სინქრონულად გამოიყენება, რაც შეუძლებელია სწორ ხაზზე მუშაობისას.

თუკი პარალელსაც გავალებთ იმ ამბავთან, რომ ო-სენსეის ჯო ბევრად უფრო გრძელი და იარაღისაგან მომდინარეობს, რომლის ორივე ბოლო მჭრელი პირებითაა აღჭურვილი, შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა, რომელსაც შეუძლია მცირეოდენი ნათელი მოჰფინოს იმ მიზეზებს, რომლებმაც უბიძგა ფუძემდებელს გარდაქმნა თავისი შუბი, შემდეგ კი ალბათ თავისი ბო – ჯოდ: ო-სენსეიმ გადაჭრა თავისი შუბი, იმიტომ რომ შეუძლებელია ივარჯიშო ერთ, სწორ ხაზზე მეტისმეტად გრძელი იარაღით.
საპირისპირო ვარაუდიც სიმართლეა: შეუძლებელია სპირალური გადაადგილებისას (ირიმი-ტენკანი) გამოიყებო დარტყმის სინქრონულობა იარაღის ორივე დაბოლოებით, თუკი ეს იარაღი ჯოს ზომისაა, რადგან ასეთ შემთხვევაში ის ძალიან მოკლეა და ვერ სწვდება ერთდროულად ორივე მოწინააღმდეგეს, რომლებიც შეტევაზე გადმოდიან 90°-იანი კუთხით გამოყოფილი ორი განსხვავებული მიმართულებიდან.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შუბის შემცირება ჯომდე აუცილებელი გახდა რეალური მუშაობის დაშიფვრისათვის სწორ ხაზზე მუშაობის ფორმით, ხოლო ჯოს დაგრძელება ორთავიან შუბამდე აუცილებელია სასწავლო სავარჯიშოს გასაშიფრად და მისგან რეალური მუშაობს ხელახლა აღმოსაჩენად.

ეს ყველაფერი რთულია, ხელოვნება რთულია, მე მესმის ყველა ის ძალისხმევა, რომელსაც ვთხოვ მათ, ყველას, ვინც თანახმაა გამომყვეს მე ამ წარმოსახვით მხარეში. ნიადაგზე, რომელზეც წინ მივდივარ და მივაბიჯებ, რამდენადაც ვიცი, აქამდე არავის უცდია სიარული. ეს ციცაბო ბილიკია, მაგრამ არ არსებობს სხვა გზა, თუკი გვინდა, რომ ფეხი ო-სენსეის მიერ დატოვებულ ნაკვალევში ჩავაბიჯოთ. ვაკე ადგილას დაკლაკნილი ბილიკები ბევრად უფრო კომპორტულია სასიარულოდ, მაგრამ მათ არსად მივყავართ, ისინი მხოლოდ და მხოლოდ გარს უფლიან მთას. თუკი გვინდა, რომ აიკიდოს ფუძემდებელს გავყვეთ იქ, სადაც ის ავიდა, ამისათვის მთის მწვერვალების ჰაერის ჩასუნთქვაც უნდა გვინდოდეს.

ფილიპ ვოარინო, 2018 მარტი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-87
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)