მეთოდის მიღმა #85

უშირო რიოტე დორი კოკიუ ნაგე

ის, რაც წონასწორობას აკარგინებს უკეს და, საბოლოოდ, აგდებს ძირს, თუკი მას ძლიერად უჭირავს ტორის მაჯები, აქაც – ისევე, როგორც ყველა ილეთში – ტორის ბრუნვაა.

ვიდეოზე ნაჩვენებ სიტუაციაში ტორის ვერ ექნება უკეს დაგდების იმედი, თუკი მას პირდაპირ წინისაკენ წაიყვანს, რადგან ამგვარი მოქმედებით არაფერი უშლის ხელს უკეს წინ გადადგას ნაბიჯი და აღიდგინოს დაკარგული წონასწორობა. მეორე მხრივ, წინისაკენ თეორიულად სხვა მოწინააღმდეგე დგას და, ამიტომაც, ეს მიმართულება აკრძალულია.

ასევე, ვერც უკან დახევით ექნება ტორის იმედი, რომ დააგდებს უკეს, რადგან ამგვარი მოქმედებით ის საერთოდ ვერ დააკარგინებს მას წონასწორობას.

მხოლოდ ირიმი-ტენკანი, ანუ ტორის სხეულის ღერძის ტრიალი (რაც აქ მის უკანა მარჯვენა სექტორში ხდება), აძლევს მას საშუალებას, დააკარგინოს წონასწორობა უკეს, ამ უკანასკნელისთვის წინ და მარჯვნივ, ანუ იმ მიმართულებით, რომელიც ბუნებრივად სუსტია უკეს დგომისათვის და რომელი მიმართულებითაც თავისუფლად ვარდება ის.

მაშასადამე, ო-სენსეის სპირალი ამ შემთხვევაში უკანა ფეხით (ირიმით) იწყება და მოსდევს წინა ფეხი (ტენკანით). უმნიშვნელოვანესია, რომ წინა ფეხის ეს ტენკანი (უკანა მხარეს ბრუნვით) არ ავურიოთ წინა ფეხის სწორხაზოვნად უკან გაწევაში. მართლაც, სწორედ ირიმი-ტენკანი ანიჭებს ძლიერებას შომენ უჩის ჭრას წინისაკენ. წინა ფეხის უბრალოდ გაწევა უკნისაკენ, პირიქით, ყოველგვარ ძალასა და ყოველგვარ რეალობას ართმევს შომენით წინ ჭრას.

მართლაც, თავისთავად ცხადია, რომ წინ შომენით ჭრა, თუკი წინა ტერფს უკნისაკენ ჰანმის პოზიციაში გადმოვდგამთ, ანუ უკან დავიხევთ, არის ის, რაც უნდა გაკეთდეს მეთოდის ფარგლებში. ეს კენით გო ნო ავასეს სავარჯიშოა, მაგალითად. თუმცა ისიც ცხადია, რომ უკნისაკენ ეს გადაადგილება არ აძლევს საშუალებას უკე ტაჩის ხმალს, მისწვდეს უჩი ტაჩის სხეულს დასარტყმელად. ამგვარი უკან დახევისას უკე ტაჩის შეუძლია მხოლოდ უჩი ტაჩის კენს მისწვდეს. და ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ვინაიდან ზუსტად ესაა მიზანი და მოთხოვნა შემოთავაზებულ სავარჯიშოში.

მაგრამ გო ნო ავასეს პედაგოგიური სავარჯიშოს რეგულარული პრაქტიკა არ უნდა გვიშლიდეს ხელს იმის დანახვაში, რომ რეალურ დისტანციაზე და ნამდვილი ძალით დარტყმა (უჩი ტაჩის სხეულზე), ანუ სხვა ძალით და არა მხრების ძალით, თუკი ვერ სრულდება ეს უკან დახევით, ვერ შესრულდება ეს ვერც წინ ნაბიჯის გადადგმით და, მით უფრო, ადგილზე ტერფების შენაცვლებით. რადგან აიკიდო არ არის სწორხაზოვანი, რეალური დარტყმა აუცილებლად ტრიალით სრულდება და სწორედ ამის გამოა, რომ შეუძლებელია ჭრა ჰანმის დგომში (ასობით ფოტოსურათი არსებობს, სადაც ნაჩვენებია, რომ ო-სენსეი არასდროს არ დგას ჰანმიში ჭრის დროს, როდესაც იგი ირიმი-ტენკანით მოქმედებს). ამ პუნქტზე შეგვიძლია გადავხედოთ რუბრიკას სახელწოდებით « ო-სენსეის გადაადგილება » და ასევე « აიკი კენი #10 ».

ირიმი-ტენკანის ტრიალი ერთადერთი მოძრაობაა, რომელიც აიკიდოს მოქმედების პრინციპს იცავს და სწორედ ამიტომ ქმნის ის ამავდროულად სწორ დისტანციას (მააი), ეფექტურ ძალას (რიოკუ), სწორ კუთხეს (კაკუტო) და უსაფრთხო პოზიციას.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის თებერვალი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-85
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)