მეთოდის მიღმა #84

უშირო ერი დორი ირიმი ნაგე : ახლოდან დანახული ჰიტო ე მი

მინდა, ეს ვიდეო ჰიტო ე მის ფუნქციის დასაზუსტებლად გამოვიყენო. საპირისპიროდ იმისა, რასაც ხშირად ასწავლიან, ჰიტო ე მი არ გახლავთ აიკიდოს დგომი, ჰიტო ე მი აიკიდოს გარდამავლობაა.

განვმარტავ. დგომი უმოქმედო სხეულის ქცევაა. როდესაც არაფერი არ მოძრაობს, როდესაც მთელი სხეული უძრავია და ერთადერთ გამოსარჩევ მოძრაობად სუნთქვის რეგულარული რიტმიღა რჩება, ამბობენ, სხეული ერთგვარ მდგომარეობაში, ერთგვარ პოზიციაშიაო. აიკიდოში ერთადერთი დგომი ჰანმია (ასევე როპოდ წოდებული, თუკი ყურადღების გამახვილება სურთ გადაადგილების გასაოცარ შესაძლებლობებზე, რომლებიც ამ სამკუთხა დგომიდან იღებს სათავეს).

აიკიდოში სხეულის ერთადერთი პოზიციაა და მას ჰანმი ეწოდება, ესაა აიკიდოს უნიკალური დგომი.

მაშინ რაღა არის ჰიტო ე მი? ჰიტო ე მი გახლავთ სხეულის ტრიალის მომენტი – დაწყებული ჰანმის დგომიდან – რომელიც წინა ტერფის გახსნას იწვევს შედეგად. ეს გახსნა ამავდროულად გასასვლელს უქმნის უკანა ტერფს წინისაკენ. მაშასადამე, ეს მოძრაობისა და ცვლილების გამოხატულებაა და ამიტომაც ის ვერანაირად ვერ იქნება დგომი.

ის, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ის დგომია, გახლავთ ჩვევა, რომელიც დასჩემდათ მასწავლებლებს – გააჩერონ მოძრაობა და ასე აჩვენონ ტერფების ის მდგომარეობა, რომელიც ტრიალის ამ მომენტში წარმოიქმნება. მაგრამ ეს მხოლოდ პედაგოგიური ხერხია და მეტი არაფერი, ერთი ძნელად შესამჩნევი მოძრაობის ფოტოგრაფიული პაუზა, რომელიც უხილავი დარჩებოდა, თუკი მას ასე ხელოვნურად არ ამოგლეჯდნენ ერთი უწყვეტი პროცესიდან. ამგვარი პედაგოგიური პროცედურა სასარგებლოა იმის გასაგებად, თუ რა ხდება და იგი მეთოდის შემადგენელი ნაწილია. მაგრამ არსებობს შეცდომის საშიშროებაც, თუკი ბოლოს ჰიტო ე მის რომელიმე დგომთან გავაიგივებთ და ვიფიქრებთ – როგორც მე ვფიქრობდი ძალიან დიდხანს – რომ აიკიდოში ორი დგომი არსებობს: ჰანმი და ჰიტო ე მი.

ტრიალის ეს მომენტი საყოველთაოდ ცნობილია და ჰიტო ე მი მშვენივრადაა გამოკვეთილი ისეთ ილეთებში, როგორებიცაა იკიო ომოტე, შიჰო ნაგე, კაიტენ ნაგე და ა. შ. სამაგიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჰიტო ე მი ყველა მოძრაობაშია, სადაც უკანა ტერფი წინ უნდა გავიდეს, ის უფრო ძნელად შესამჩნევია სხვა, ნაკლებად პირდაპირ ილეთებში. უშირო ერი დორი ირიმი ნაგე ერთ-ერთი მათგანია.

უშირო ერი დორი ირიმი ნაგეს შესრულებისას პირველ თვლაზე აუცილებელია 180°-ით შეტრიალება ჰანმის საწყისი პოზიციიდან. მინდა, რომ თითოეულმა ჩაატაროს ეს ცდა სასტუმრო ოთახის ხალიჩაზე და დატრიალდეს 180°-ით ჰანმის დგომიდან, თანაც ისე, როგორც უნდა გაკეთდეს ეს: ანუ საყრდენების გადაადგილების გარეშე, ამასთან ორივე ტერფით შეინარჩუნოს კონტაქტი იატაკთან და დატრიალდეს ფეხის გულებზე. დაუყოვნებლივ დაინახავთ, რომ საწყისი ჰანმი 180°-იან ჰიტო ე მად გარდაიქმნება. სხვაგვარად ვერ იქნება, ვინაიდან ჰანმის დგომში უკანა ფეხის გული გვერდზე გაწეულია წინა ტერფთან შედარებით, ხოლო ფეხის გულებზე 180°-იანი ბრუნვისაგან და ტერფების ინვერსიის შედეგად აუცილებლად გაიხსნება სხეული ჰიტო ე მით. ეს თავისებურება გასასვლელს უხსნის უკანა ფეხს წინისაკენ და აქ, ჩვენს შემთხვევაში, უკეს ზურგისაკენ.

ეს აიკიდოს კანონია და ასე უნდა დავიხსომოთ: გარდამავლობა ჰიტო ე მი წარმოიშვება ჰანმის დგომიდან, ჰიტო ე მი ჰანმის ეფემერული ქალიშვილია. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ აიკიდოში ყველაფერზე მეტად მნიშვნელოვანი სწორი ჰანმის დგომია. საწყისი ჰანმის გარეშე არც ჰიტო ე მია შესაძლებელი.

ერი დროი ირიმი ნაგესათვის ყველაფერი წესრიგშია, ვინაიდან, როგორც კი ჰიტო ე მის ვაღწევთ, იმ მომენტიდან შესაძლებელი ხდება ირიმი-ტენკანის პრინციპის დაცვა, რაც ო-სენსეის სპირალის ორი კლასიკური ნაბიჯით მატერიალიზდება (აქ უკეს უკანა სექტორში). ჩავხედოთ « მეთოდის მიღმა #71-ს » და გადავამოწმოთ, თუ როგორ გვაძლევს საშუალებას ეს გადაადგილება ერთდროულად ვმართოთ შეტევები ოთხივე მიმართულებიდან.

აიკიდოს ყველა მოძრაობაში, სადაც უკანა ფეხი წინა ფეხის წინ უნდა გავიდეს, ჰიტო ე მი აუცილებელი პირობაა აიკიდოს მოქმედების პრინციპის (ირიმი-ტენკანი) დასაცავად, იგი გარდამავალი მოძრაობაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საწყისი ჰანმის პოზიციდან ხდება შესაძლებელი.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის თებერვალი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-84
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)