მეთოდის მიღმა #83

უშირო რიო კატა დორი სანკიო

რომელიმე სისტემის სხვადასხვა შემადგენელი ნაწილი ვერ იქნება ერთიმეორისაგან დამოუკიდებელი, მათ ერთმანეთთან აკავშირებს კანონი, რომელიც ამა თუ იმ სისტემის შუაგულშია, ნებისმიერი ელემენტი ფუნდამენტის სახით აუცილებლად ერწყმის ამ სისტემის სხვა ელემენტებს.

აიკიდოს ილეთები, იარაღით თუ უიარაღოდ, ამგვარ ნიშან-თვისებათა მქონე ქსელის კუთვნილ ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. თითოეული მოქმედება დაკავშირებულია და სისტემის ყველა სხვა მოქმედებას ერწყმის. ვერ იარსებებს რომელიმე მოქმედება ყველა სხვა მოქმედებისაგან დამოუკიდებლად.

ეს აიკიდოს ფუძემდებლური პრინციპია. საიტო სენსეი უდიდესი მონდომებით წარმოადგენს და განმარტავს ამას ტრადიდიცული აიკიდოს სერიის შესავალში (ტომი 1, გვ. 18), ყველა სხვა განხილვაზე ადრე, რადგან ამ ხელოვნების შესასწავლად დახარჯული ნებისმიერი ძალისხმევა სულ ფუჭად ჩაივლის, თუკი ეს პუნქტი ნათლად არ გვესმის.

სისტემური ხედვით უნდა განვიხილოთ აიკიდოს ნებისმიერი ტექნიკა. ვიდეოში წარმოდგენილი სანკიო მოცემული კუთხითა და მითიებული გადაადგილებით უნდა შესრულდეს, იმისათვის, რათა დავიცვათ ის გზა, რომელიც ყველა ილეთს შორის გადის და რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ყველა სიტუაციას.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის თებერვალი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-83
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)