მეთოდის მიღმა #82

უშირო რიო კატა დორი კოკიუ ნაგე

ამ კოკიუ ნაგესათვის გადაადგილება ზუსტად იგივეა, რაც სტატიებში #79, #80 და #81 იყო. ამიტომაც აღარ გავიმეორებ იმას, რაც ადრე იყო ახსნილი და გთავაზობთ, თვალი გადაავლოთ ამ სტატიებს იმის შესამოწმებლად, რომ ეს გადაადგილებები მართლაც ერთმანეთის იდენტურია.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ უკეს წონასწორობას ვაკარგინებთ გადაადგილების მეორე ნაწილით: ირიმი-ტენკანის « ტენკან » ნაწილით, ანუ მაშინ, როდესაც წინა ფეხის გადაადგილების ჯერ დგება მას შემდეგ, რაც უკანა ფეხი თავის ირიმი გადაადგილებას დაასრულებს.

გავიხსენოთ ის, რაც არ შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს: ირიმი-ტენკანი გადაადგილების პრინციპია, ტაი ნო ჰენკა კი ცვლილება (ჰენკა), რომელიც ამ პრინციპს განსხეულებულ ფორმას ანიჭებს, ხოლო ტაი საბაკი ამ ცვლილების შედეგია, ანუ ახალი წესრიგის (საბაკუ) დამყარებაა ტორისა და მის მოწინააღმდეგეებს შორის.

მაშასადამე ირიმი-ტენკანი, ტაი ნო ჰენკა და ტაი საბაკი არ გახლავთ ურთიერთჩანაცვლებადი ტერმინები: ცხადია, სამივე მათგანი ერთსა და იმავე ფენომენს შეეხება, მაგრამ ამ ფენომენს სამივე სხვადასხვა კუთხითა თუ ჭრილში განიხილავს, იმის მიხედვით, თუ რა გვაინტერესებს, ამ ფენომენის არსი, მისი ზემოქმედება ადამიანზე, თუ მისი ზემოქმედება ადამიანსა და სამყაროს შორის ურთიერთკავშირზე.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის იანვარი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-82
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)