მეთოდის მიღმა #80

უშირო რიოტე დორი კოტე გაეში : სტრატეგიული მხარე

ეს სტატია ავსებს სტატია #79-ს. იგი კონკრეტულად გვიჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება წინა მხარის გავლით პირდაპირ მივიდეთ უკანა ფეხით სხეულის უკანა მეოთხედში.

მართლაც, ორგვარი შეუძლებლობა არსებობს აქ:

  1. ბიომექანიკური შეუძლებლობა, ის, რაც ნაჩვენებია სტატია #79-ში,
  2. სტრატეგიული შეუძლებლობა.

ზედა ვიდეოზეა ნაჩვენები სტრატეგიული შეუძლებლობა იმ ფაქტში მდგომარეობს, რომ უკანა ფეხით მისვლა სხეულის უკანა მეოთხედში წინა მხარის გავლით, აშიშვლებს ტორის ფერდს მოწინააღმდეგისათვის, რომელიც მოქმედების დასაწყისში იმ მხარეს მდებარეობს, საითაც ის უნდა შეტრიალდეს.

თუკი გვინდა, რომ დავიცვათ და პატივი ვცეთ ო-სენსეის სწავლებას, უნდა ვივარჯიშოთ ისე, რომ ყურაღდებით და ფხიზლად ვიყოთ მოწინააღმდეგეთა მიმართ, რომლებიც ოთხივე მხრიდან გვიტევენ (ბუდო, ინგლისური გამოცემის გვ. 38). მაშასადამე არ შეიძლება შევასრულოთ ილეთი იმ კუთხით, რომლითაც ტორის სხეული დაუცველი რჩება, იქნება ეს კოტე გაეში თუ ნებისმიერი სხვა ტექნიკა, იარაღით თუ უიარაღოდ.

ასევე ყურადღებით უნდა ვიყოთ რვა მიმართულებითაცო, წერს ო-სენსეი. ამის ახსნის პოვნა მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკის დროსაა შესაძლებელი, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, შეუძლებელია რვა მიმართულების მართვა, თუკი წინასწარ არ გვესმის, როგორ უნდა გადავადგილდეთ უსაფრთხოდ ოთხი მთავარი მხრიდან მომავალი შეტევების დროს. ეს ოთხი მიმართულება შეადგენს იმას, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ შეტევის ჯვარი.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის დეკემბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Sunday, 22 აპრილი, 2018, Aikido Gasshuku 2018, Antibes, France

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-80
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)