მეთოდის მიღმა #77

უშირო რიოტე დორი კოკიუ ნაგე

საბაზო მოძრაობა, რომლის შესწავლაც მოუქანცავად გვმართებს უშირო რიოტე დორის ჩავლებიდან, გახლავთ იკიო.

უკეს გდებისათვის აქ მართლაც იმავე აუცილებელ ტაი ნო ჰენკას ვიყენებთ უკანა კვადრატში, რომელიც იკიოს შესასრულებლად გვჭირდება. ტორის სხეულის მოძრაობის მხრივ არანაირი განსხვავება არ არის. იკიო, ჯუჯი ნაგე, კოკიუ ნაგე, ამ ვიდეოზე ნაჩვენები წრის უკანა კვადრატში შესრულებული ილეთები ერთი და იმავე გადაადგილებიდან წარმოიშვა.

რიაის ცნების გასააზრებლად უნდა გვესმოდეს, თუ როგორ შეიძლება დაუდოს სათავე ყველა ამ ილეთს გადაადგილებამ, რომელიც ყოველთვის იდენტური და უცვლელია.

ამ გადაადგილებას თავის სახელი აქვს და მას ირიმი-ტენკანი ეწოდება, ამ შემთხვევაში კი ტაი ნო ჰენკა ის ბრუნია, რომელსაც ირიმიდან ირიმი-ტენკანამდე მივყავართ.

მოდით, თვალი გადავალოთ ო-სენსეის წიგნს, ბუდოს. ეს კავშირი იქ ძალიან მკაფიოდაა ნაჩვენები პირველ სამ მთავარ აბზაცში: ირიმი → ტაი ნო ჰენკა → ირიმი-ტენკანი. ეს სამი მომენტი ქმნის ერთიანობას და ის ერთიანი წყაროა, სათავეა. ერთიანი სათავე სამი ნაწილისგან შედგება: სან გენ.

ირიმი ილეთს მისი განუვითარებელი ფორმით წარმოადგენს. მხოლოდ ტაი ნო ჰენკას მოქმედებით შეიძლება გამოჩნდეს ტექნიკა თავისი განვითარებული ფორმით, რაც ერთადერთი ნამდვილი ფორმაა. აქ ვგულისხმობთ ერთადერთს, რომელიც ბრუნვის პრინციპს ექვემდებარება და, ამასთანავე, ერთადერთს - ეფექტურს საბრძოლო ჭრილში, ვინაიდან ის ერთადერთია, რომელიც ოთხი მიმართულების მართვის საშუალებას გვაძლევს.

აი, რატომ შეისწავლება ტაი ნოჰენკა სისტემატურად ყოველი გაკვეთილის დასაწყისში. ეს სავარჯიშო მარადიული შეხსენებაა იმისა, რაც აიკიდოს ნებისმიერი მოძრაობის სათავეში ძევს და რაც არ შეიძლება, რომ ოდესმე იქ არ იდოს.

ფილიპ ვიარინო, 2017 წლის ნოემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-77
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)