მეთოდის მიღმა #70

უშირო რიოტე დორი ჯუჯი ნაგე

ტორის მიერ გამოყენებული გადაადგილება უკეს ჩავლებისაგან თავის დასახსნელად და თან ორი ნაბიჯით (ირიმი-ტენკანი) შესვლა მოწინააღმდეგეთა წრეში ასევე დამახასიათებელია ო-სენსეის სპირალისათვის. ამ შემთხვევაში გადაადგილება ორიდან ერთ-ერთში - ან უკანა მარჯვენა ან უკანა მარცხენა უბანზე ხორციელდება, იმისდა მიხედვით, თუ როგორია საწყისი ჰანმი. აქ პირველი უკანა ფეხი გადაადგილდება.

ჯუჯი ნაგე გდებაა, იმიტომ რომ უკეს ორივე ხელი ჩავლებულია, თუმცა გადაადგილება და მოქმედება იგივეა, რაც იკიოსი. ცხადია, აქ უკეს იდაყვის სახსარზე ზემოქმედება იგულისხმება, რაც ჯუჯი ნაგეთი გდებას იწვევს, ისევე როგორც გაუძრავებას იწვევს იგი იკიოს დროს.

ორივე შემთხვევაში გდება თუ გაუძრავება ტექნიკის გამანადგურებელი ხასიათის ლიმიტირებულ საზეცვლილებად გვევლინება, რადგან სინამდვილეში იკიო, ჯუჯი ნაგეს დარად, უკეს იდაყვის მოსატეხადაა შექმნილი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი თავს ურტყამს ძირს.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის ივლისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-70
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)