მეთოდის მიღმა #68

შიჰო ნაგე: საპირისპირო მიმართულებით ტრიალის საბრძოლო ერესი

მეთოდით სწავლებისას, შიჰო ნაგეს მოძრაობის ბოლოს გავრცელებული და მიღებულია ჭრა საპირისპირო მხარეს ტრიალით.

მე არ ვდაობ აქ ამგვარად კეთების საჭიროებაზე დიდაქტიკური სწავლების ჭრილში, რაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, არის მიდგომა, რომლის მიზანიც გამარტივებული საშუალებებით ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდებაა. ეს კი ყოველთვის არ ემთხვევა რეალობის პრინციპს.

უბრალოდ, ამ სტატიაში მინდა ვაჩვენო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, არ ავურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა რამ: მოძრაობას, რომელსაც სწავლების საჭიროებებიდან გამომდინარე, გამიზნულად და გააზრებულად არბილებენ, ვერ ექნება საბროლო ეფექტურობა, უაღრესად სახიფათოც კია იმისავე უსაფრთხოებისთვის, ვინც გადაწყვეტს კეთილი ზრახვებით გამოიყენოს ეს რეალურ საბრძოლო სიტუაციაში.

მე მოვუწოდებ აიკიდოს მასწავლებლებს, რომლებიც ხანდახან პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებს ამეცადინებენ, რომ მათი პასუხისმგებლობა ძევს იმაში, თუ რა ცოდნას გადასცემენ ისინი. საბრძოლოდ გაასაღო ადამიანმა სწავლება, რომელიც ჯერ კიდევ მხოლოდ სასკოლო მასალაა, იგივეა, გააგზავნო ვინმე ბრძოლის ველზე და დაარწმუნო იგი, რომ მას საომარი იარაღი აქვს, მაშინ როცა სინამდვილეში მას ხელში სათამაშო პისტოლეტი უჭირავს და სხვა არაფერი. ეს იგივეა, რომ ადამიანს შეუქმნა ეფექტურობის ილუზია, რომელიც შესაძლოა შემდგომ სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ყოველგვარი თავქარიანობა ამ სფეროში დანაშაულად შეიძლება იქცეს.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის ივნისი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-68
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)