მეთოდის მიღმა #67

ტაი ნო ჰენკას ფუნდამენტური ხასიათი

თუკი ტაი ნო ჰენკას სავარჯიშო სისტემატურად სრულდება აიკიდოს ყოველი ვარჯიშის დასაწყისში, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ის მარტივია, ან იმის გამო, რომ ეს კარგი მოთელვაა.

არა, თუკი ტაი ნო ჰენკა ყოველი ვარჯიშის დასაწყისში სრულედება, ეს იმიტომ ხდება, რომ ეს მოძრაობა აიკიდოს ყოველი მოძრაობის გულში ძევს: არ არსებობს აიკიდოს მოძრაობა, რომელიც თავის თავში ტაი ნო ჰენკას არ მოიცავს და პირუკუ - შეიძლება ითქვას, რომ თუ ტაი ნო ჰენკა არ გამოიკვეთება მოძრაობაში, შეიძლება დაბეჯითებით დავამტკიცოთ, რომ ეს აიკიდოს მოძრაობა არ არის.

რატომაა ასე? იმიტომ, რომ ტაი ნო ჰენკა აიკიდოს ძრავის - ირიმი-ტენკანის - პრინციპის პირველი გამოვლინებაა. პრინციპი თავისთავად არ გამოიხატება, მაშასადამე, უხილავიცაა, ის ჩნდება ადამიანის თვალწინ მხოლოდ შესრულებისას. ტაი ნო ჰენკა ირიმი-ტენკანის პირველი და ყველაზე რაკიდალური გამოხატულებაა, იმდენად, რომ ის ყველაზე ახლოსაა პრინციპის ფესვებთან, ყველაზე ახლოსაა არათვალხილულ საწყისთან. ამიტომაცაა მისი შესწავლა ფუნდამენტური, რადგან ის ფუნდამენტია, იმიტომ რომ ის აიკიდოს ტექნიკის სამყაროს გაგების გასაღებია, სამყაროსი, რომელიც ამ მარტივ საწყის მოძრაობაზეა აგებული.

მხოლოდ ირიმი-ტენკანის და, აქედან გამომდინარე, ტაი ნო ჰენკას მართებული გამოყენებით შეუძლია ტორის იქცეს მოძრაობის ცენტრად და, შედეგად, ყველაფერმა მის გარშემო იტრიალოს. უამისოდ კი პირიქით, ტორი ტრიალებს უკეს გარშემო და ეს თავდაყირა დაყენებული აიკიდო იქნება. ეს კი, შეიძლება ითქვას, შემაშფოთებელი რამაა.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის მაისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-67
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)