მეთოდის მიღმა #65

უჩი კაიტენ სანკიო ჰენკა ვაზა

ტორი იოკომენ უჩის საპირისპირო მიმართულებით ტრიალებს. ის უნდა შევიდეს (ამ ვიდეოზე) წინა მარჯვენა უბანში და ამით იმოქმედოს ო-სენსეის სპირალის მიხედვით, რომელიც ამჯერად მისი წინა ტერფიდან იწყება (რათა დაარტყას მოწინააღმდეგეს, რომელიც ამ დროს მისგან მარჯვნივ დგას). როდესაც ტორი გასვლისას უჩის მკლავს გამოსდებს კაუჭს, შეუძლია ის თავისგან მარჯვნივ მდებარე მოწინააღმდეგისკენ მოისროლოს (ეს არ არის ნაჩვენები ვიდეოზე, სადაც გდება მეთოდით გათვალისწინებულ ხაზზე ხორციელდება). მას ასევე შეუძლია დაასრულოს თავისი ბრუნვა უჩი კაიტენ სანკიოთი. ამ ორივე შემთხვევაში სრული ბრუნვა, რომელსაც უჩის წონასწორობიდან გამოყვანა ქმნის, სწორხაზოვანი მოქმედება არასაკმარისად მძლავრია წონასწორობიდან მისი სწორად გამოყვანისათვის.

NB - მნიშვნელოვანია, რომ ირიმი საკმარისად ღრმა იყოს უჩის წინამხრის ჩავლებისას, ხელის მტევნის აღება სანკიოთი მხოლოდ შემდეგ მოდის, მეორე თვლაზე: მაშინვე ხელის მტევნის ჩავლება ტორის იოკომენის მისაწვდომ მანძილზე ტოვებს, იმიტომ რომ ირიმი ასეთ შემთხვევაში არასრულყოფილია.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის მაისი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-65
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)