მეთოდის მიღმა #64

კატატე დორი კოკიუ ნაგე (ატემი) – 4 მიმართულება

როგორც უკვე ითქვა « მეთოდის მიღმა 63 »-ში, ატემი არ კმარა საბრძოლო განზომილების მისანიჭებლად ამ კოკიუ ნაგესათვის. რადგან რომც ვივარაუდოთ, რომ ტორის შეუძლია ეფექტურად დააგდოს უკე (რაც საეჭვოა, გამომდინარე წონასწორობის არასრულყოფილი კარგვიდან), მას არ ძალუძს – დროის იმ მონაკვეთში, როცა აგდებს – უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება ოთხი თავდასმსხმელის არსებობის შემთხვევაში.
მეორე მხრივ, უკეც ისეთი კუთხით ეცემა, რომელიც უხერხულობას არ უქმნის სხვა თავდამსხმელებს.

ერთადერთი ხერხი ამგვარი გდების განსახორციელებლად ისე, რომ მან აიკიდოს მოძრაობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მისი იმგვარად შესრულებაა, როგორც ეს ვიდეოზეა ნაჩვენები. მართლაც, მხოლოდ ასეთი შესრულების დროსაა, რომ:

  • უკე წონასწორობას კარგავს იდეალურად
  • უკე ვარდება დანარჩენი თავდამსხმელებისკენ
  • ტორი უსაფრთხოდაა სინქრონულად განხორციელებული სხვა შეტევების მიმართ

მაშასადამე, გადაადგილება ო-სენსეისეული სპირალის მიხედვით სრულიად აუცილებელია და აქაც დასტურდება, რომ პრინციპის დაცვა სრულყოფილი ტექნიკის სხვადასხვა ელემენტების ჰარმონიზების ერთადერთი გარანტიაა.

NB: ნამდვილი გდება ვერ მიიღწევა უკეს ხელზე სუმი ოტოშის მოქმედებით, უკეს მკლავის გამოყენება მეთოდის დამხმარე და ხელშემწყობი ნაწილია, რომელიც საჭირო გახდა იმის გამო, რომ ვარჯიშისას შეუძლებელია რეალური ატემის შესრულება. ეს აპერკოტია უკეს ნიკაპში – გადაადგილებისაგან გამოწვეული წონასწორობის კარგვასთან კავშირში – რაც სინამდვილეში მოისვრის მას ერთ-ერთი გვერდითა მოწინააღმდეგისაკენ.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის აპრილი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-64
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)