მეთოდის მიღმა #63

კატატე დორი კოკიუ ნაგე (ატემი)

მეთოდის ფარგლებში მოცემული მითითებები ამ კოკიუ ნაგეს შესასრულებლად შემდეგნაირია:

  • ტორის ორივე ხელი მძლავრად ადის ზევით კოკიუ ჰოს ფორმითა და შეგრძნებით,
  • ხელი, რომელზეც ჩავლებული არ არის, ასრულებს კოკიუ ჰოს ატემით უკეს სახეში,
  • უკეს უნდა დაეუფლოს შეგრძნება, რომ მიწინდან ასწეის და უწონობის მდგომარეობაში გადაიყვანეს,
  • ტორის შეგრძნება გდების დროს ისეთია, თითქოს ხმლით ხელში აკეთებს შომენ უჩის და ამგვარად ჭრის.

მიუხედავად იმისა, რომ ატემი ამ მოძრაობას საბრძოლო ხასიათს ანიჭებს, არ უნდა შეგვეშალოს ერთი რამ: იმ სახით, რა სახითაც ის შესრულებულია ამ ვიდეოში, მას არაფერი აქვს საბრძოლო. სტატიაში « მეთოდის მიღმა #64 » ვნახავთ იმ პირობებს, რომლებშიც მას ექნება საბრძოლო არსი.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის მარტი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 2 ივნისი, 2017, BTAF National Course, Fakenham, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-63
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)