მეთოდის მიღმა #61

კატატე დორი კოკიუ ნაგე

ამ მოძრაობაში უკეს მაჯაში ჩავლება ისეთი პუნქტია, რომელიც ყურადღების გამახვილებას იმსახურებს.

მართლაც, როდესაც მოქმედება სწორ ხაზზე, ანუ 180°-ზე სრულდება, ეს ჩავლება მაჯაში საჭირო არ გახლავთ, რადგან უკეს არა აქვს გდების თავიდან აშორების შესაძლებლობა. მაშინ რატომ ხდება, რომ ისეთ ხელოვნებაში, როგორიც აიკიდოა, სადაც არაფერი ხდება უმიზეზოდ, მეთოდი მაჯაში ჩავლებას გვასწავლის?

ამიტომაც ეს არის მინიშნება, საიტო სენსეის მიერ სასწავლო მეთოდის ბილიკზე სკრუპულოზურად დატოვებული ერთი-ერთი კენჭი, რათა მოწაფეები არ დაიკარონ და გაიგნონ გზა, რომელსაც ო-სენსეის აიკიდოსკენ მივყავართ.

მართლაც, როგორც კი მეთოდის 180°-დან ო-სენსეის სპირალურ გადაადგილებაზე გადავდიართ, ახალი კუთხე, რომელსაც ტორი აღწევს, 270°-ია. ამიერიდან ვიცით, რომ ეს დამატებითი 90° ყოველ ჯერზე აუცილებელია ორი მთავარი მიზეზის გამო:

  1. – უკეს წონასწორობიდან გამოსაყვანად,
  2. – სხვადასხვა მხრიდან მომავალი შეტევების თავმოყრის წერტილიდან გასაქრობად.

მაგრამ ამ დამატებით 90°-ში უკეს შეუძლია გაუშვას ხელი ტორის მაჯას და ამგვარად მააი დაარღვიოს, რითაც შეუძლებელს გახდის გდებას. სწორედ ამ შესაძლებლობისათვის ხელის შესაშლელად და უკეს ხელზე კონტროლისა და მააის ბოლომდე შესანარჩუნებლად უნდა ჩაავლოს ხელი ტორიმ ყოველ მიზეზს გარეშე უკეს მაჯას.

ამგვარად, ჩავლება, რომელიც სრულიად არასაჭიროა მოძრაობის შესასრულებლად მეთოდის ჩარჩოში, მაინც ისწავლება იქ, რადგან ეს რეალური მოძრაობისათვის აცილებელი პირობა გახლავთ.

უნდა გვესმოსდეს ამგვარი რაღაცეები, თუკი გვინდა საიტო სენსეის მიერ დამუშავებული მეთოდის არსს ჩავწვდეთ. ძალიან ხშირად გარკვეული ანომალიები, შესრულების გაუგებარი დეტალები და მეთოდის გარკვეული ბნელი წერტილები ასე პოულობენ ახსნას, როდესაც სასწავლო მოძრაობიდან ჭეშმარიტ მოძრაობაზე გადავდივართ.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის მარტი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Sunday, 9 აპრილი, 2017, Aikido Gasshuku 2017, Antibes, France

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-61
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)