მეთოდის მიღმა #60

მუნა დორი კოტე გაეში

ამგვარ სიტუაციაში ტორის ხელი, რომელიც უკეს ხელს ევლება, სწორედაც რომ კოტე გაეშის ფორმით ასრულებს ამას და მოძრაობა, რომელიც უკეს სხეულს გადაეცემა, ზუსტადაც კოტე გაეშია. ამიტომაც ამ ილეთს კოტე გაეში ეწოდება.

თუმცა ამასთან, ტორის მეორე ხელს არ ძალუძს ჩავლება გააშვებინოს უკეს. უკეს ხელის მტევნის ზურგზე დადების ნაცვლად, ის კოტე გაეშის მოძრაობას თავზე ზემოქმედების საშუალებით ასრულებს. აქედან გამომდინარე, აქ არ გვაქვს პირდაპირი, სწორხაზოვანი დარტყმა, აქ ლაპარაკია უკეს თავისა და კისრის ჩახვევაზე კოტე გაეშის ფორმით, რათა იგი ბოლოს ძირს დავაგდოთ.

ამ ტექნიკური დეტალების მიღმა ყველაზე ფუნდამენტური პუნქტი გადაადგილება რჩება, რომელიც მარად ერთგულია ო-სენსეის სპირალისა და რომელიც საშუალებას გვაძლევს ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ყოველთვის, ორი არსებითი და ერთდროული მოქმედება განვახორციელოთ:

  1. წონასწორობიდან გამოვიყვანოთ უკე (შეგახსენებთ, რომ აიკიდოს ვერც ერთი ილეთი ვერ იმუშავებს უკეს წონასწორობიდან გამოყვანის გარეშე, ღინიერ უკეს კი ვერ გამოვიყვანთ წონასწორობიდან მთელი სხეულის მძლავრი მოძრაობის გარეშე)
  2. გავქრეთ სხვადასხვა მხარეებიდან მომავალი შეტევების თავმოყრის წერტილიდან და ამასთან, ვიმოქმედოთ სხვადასხვა მოწინააღმდეგეზე (რასაც აიკიდოში ირიმის სახელი ეწოდება).

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის თებერვალი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-60
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)