მეთოდის მიღმა #59

კუმიჯო n°7 one to one: ბაზა თუ ვარიაცია?

დიდი ხნის მანძილზე საიტო სენსეი კუმიკო n°7-ის კიჰონს ბოლო თვლაზე იდაყვის კონტროლით ასწავლიდა. ხოლო ვარიაცია, ნაცვლად იდაყვის კონტროლისა, ბოლო თვლაზე ფეხში კაუჭის გამოდებაში მდგომარეობდა. სწორედ ამ ფორმითაა ეს კუმიჯო 1973 წელს გამოცემული მისი ნაშრომის 'ტრადიციული აიკიდო' მე-2 ტომში და სწორედ ასე ვისწავლე მე მისგან ივამაში 80-იან წლებში.

მაშასადამე, ვიდეოს პირველი ნაწილი 70-80-იანი წლების კიჰონია, ხოლო მეორე ნაწილი 70-80-იანი წლების ვარიაცია.

90-იან წლებში საიტო სენსეიმ შეცვალა თავისი მეთოდი ამ ნაწილში: მან ფეხის ვარიაცია ასწავლა კიჰონის სახით, ხოლო იდაყვის კიჰონი ვარიაციის სახით. « მეთოდის მიღმა #51 »-ში მე განვმარტე ამ ინვერიის მიზეზი და გავიმეორებ იმას, რაც იმ დოსიეშია ნათქვამი:

ამ გადანაცვლების მიზეზი მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუკი გვესმის, რომ კუმიჯო n°7 სამი დარტყმისგან კი არა, სინამდვილეში ოთხი დარტყმისგან შედგება. ფეხში მოცელვა და იდაყვის კონტროლი ერთი და იმავე მოძრაობის ორი ასპექტია: როდესაც ჯოს გედან დაბოლოება ცელავს ფეხს, მეორე დაბოლოება აუცილებლად ჯოდანია და ამ დროს იდაყვს აკონტროლებს, თუმცა არა იმავე მოწინააღმდეგისას, თავისთავად ცხადია, როგორც ეს ვიდეოზეა ნაჩვენები.

საიტო სენსეისთვის უბრალოდ შეუძლებელი იყო სრული მოძრაობის სწავლება მეთოდის ჩარჩოებში, რადგან ამ უკანასკნელს არავითარი აზრი არ ექნებოდა ერთ მოწინააღმდეგესთან (თუ ფეხში მოვცელავთ უჩის და ის ძირს ვარდება, უკვე შეუძლებელი ხდება მისი იდაყვის გაკონტროლება). ამიტომაც გადაწყვიტა დაეშალა უკანასკნლი მოძრაობა და მისი პირველი ნაწილი ბაზად ესწავლებინა, მეორე კი ამ ბაზის ვარიანტად. ამგვარი დაყოფით სრულიად ლოგიკურია ბაზად სწავლება (1-ელ რიგში) ფეხში მოცელვა და ვარიანტად (მე-2 რიგში) იდაყვის კონტროლი, რადგანაც ამგვარი თანამიმდებრობა ქრონოლოგიური თანამიმდებრობაა, რომელშიც ეს ორი ტექნიკა კუმიჯოს ოთხი მიმართულებით, რამდენიმე მოწინააღმდეგესთან რეალურ შესრულებაში წარმოჩნდება.

ყურადღება მივაქციოთ, რომ ასეთ დროს გასაგები ხდება მეთოდის ეს აშკარა უცნაურობა: ვაშორებთ ჯოს გედან დაბოლოებას, რომელიც დაუყოვნებლივი დარტყმის პოზიციაში იყო (მააი) უჩისაგან და ვამჯობინებთ მის იდაყვში დარტყმას მეორე დაბოლოებით, ამისთვის უფრო დიდ გზას გავატარებთ და, ამასთან, ყოველგვარი საბრძოლო ლოგიკის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებთ.

თუმცა არის ერთი შეკითხვა მაინც, რომელსაც არ ვუპასუხებ, თუ რატომ შეატრიალა საიტო სენსეიმ ეს ლოგიკური თანმიმდევრობა თავის სწავლებაში 1970-80-იან წლებში.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის თებერვალი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 2 ივნისი, 2017, BTAF National Course, Fakenham, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-59
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)