მეთოდის მიღმა #58

რიო მუნა დორი უდეკიმენაგე

უდეკიმენაგეს ამ გდებსათვის აუცილებელი გადაადგილება აბსოლუტურად იგივეა, რაც წინა სტატიის (მეთოდის მიღმა #57) ამავე რიო მუნა დორის ჩავლებიდან შესრულებული კოკიუ ნაგესათვის.

ამ ორ მოძრაობას შორის განსხვავება ის გახლავთ, რომ ერთ შემთხვევაში ტორი გდებისათვის უკეს ქვედა ხელს იყენებს, ხოლო მეორე შემთხვევაში მისივე ზედა ხელს. სხვათა შორის, უკეს ზედა იდაყვზე ჩატარებული კონტროლი აძლევს სახელწოდებას ამ ილეთს (უდე კიმე ნაგე = გდება იდაყვზე ზეწოლით).

სინამდვილეში, ქვედა ხელით გდებაც, მიუხედავად იმისა, რომ მას კოკიუ ნაგეს უწოდებენ, იდაყვზე ზეწოლით ხორციელდება: ქვედა ხელის იდაყვზე დაწოლა მისი ბუნებრივად მოხრის მიმართულებით ხდება, ხოლო დაწოლა ზედა ხელის იდაყვზე ხორციელდება მისი ბუნებრივი ბლოკირების მიმართულებით იდაყვის გამონაშვერზე (იკიოს მსგავსად).

ამ ორ ილეთს შორის არსებული მიმართების ურთიერთშემავსებელი ხასიათი ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ ის რიაის ცნებაშიც მონაწილეობს, თუმცა მაინც მეორადად რჩება გადაადგილებასთან შედარებით, რომელიც თავისი სრული იდენტურობის გამო სრულყოფილად წარმოაჩენს 57-ე სტატიის კოკიუ ნაგესა და 58-ე სტატიის უდეკიმენაგეს შორის არსებულ ნათესაობას. ო-სენსეის გადაადგილების სპირალი საერთო ამოსავალი წერტილია აიკიდოს ყველა ილეთისათვის, გადაადგილება რიაის გულია.

N.B: უკე არ ვარდება უკნისაკენ, როგორც ეს სწორხაზოვანი მუშაობისას ხდება, ო-სენსეის სპირალი ისეთია, რომ უკეს, როგორც წესი, მარჯვენა ან მარცხენა მოწინააღმდეგისაკენ აგდებს (უკეს ხელების განლაგების მიხედვით ტორის საყელოზე).

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის იანვარი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 4 მარტი, 2017, Stage International ITAF-Belgium, Rixensart, Belgium

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-58
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)