მეთოდის მიღმა #57

რიო მუნა დორი კოკიუ ნაგე

წრის წინა მარჯვენა უბანზე შესვლა ო-სენსეის სპირალის დაცვით სრულიად აუცილებელია ამ კოკიუ ნაგეს სწორად შესრულებისავის (ცხადია, ეს წინა მარცხენა უბანი იქნებოდა, თუკი უკე ხელებს შებრუნებით ჩაავლებდა).

სწორედ ეს შესვლა გვაძლებს საშუალებას ოპტიმალურად ავამოძრაოთ უკე და გამოვიყვანოთ ის წონასწორობიდან. ეს შესვლა იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ ოთხი სხვადასხვა შეტევის კვეთისა და თავმოყრის წერტილი დავტოვოთ და ამასთან უკე მოვისროლოთ იმ მოწინააღმდეგის მხარეს, რომელიც მოქმედების დასაწყისში ტორისგან მარჯვნივ იდგა.

ჭეშმარიტი აიკიდოს ნებისმიერი გდება შედეგია იმ ძალისა, რომელიც სფეროში მოთავსებული სპირალის განვითარების მიხედვით ჩნდება, და არა წრეში მოთავსებული სპირალისა. წრეში მოთავსებული ნებისმიერი სპირალი მხოლოდ და მხოლოდ სწორხაზოვან გდებას დაუდებს სათავეს.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის დეკემბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 2 ივნისი, 2017, BTAF National Course, Fakenham, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-57
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)