მეთოდის მიღმა #56

ტაჩი დორი #4: ო-სენსეის სპირალის გამოყენების აუცილებლობის შესახებ

ირიმი არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ შეტევის დროს შესვლას: ირიმი შეტევის დროს შესვლას და უკეს გდებას ნიშნავს. მეთოდის ფარგლებში ეს ორი მოქმედება იშვიათადაა შესაძლებელი ერთ თვლაში. ასეა აიკი ნაგესა და ზოგიერი კოკიუ ნაგეს შემთხვავში, მაგრამ ილეთთა უმრავლესობაში და, განსაკუთრებით, ხმლისა თუ ჯოს ართმევის ილეთებისას შეუძლებელია შესვლა და გდება ერთდროულად.

ვიდეოზე ნაჩვენებია ეს სირთულე და ჩვენც ნათლად ვხედავთ, რომ მეთოდის მითითებების მიხედვით შესრულებული ეს ტაჩი დორი, თუკი საშუალებას გვაძლევს უჩი მოვისროლოთ მოწინააღმდეგისკენ, რომელიც ტორის ზურგიდან უტევს, არ გვაძლევს საშუალებას თავიდან ავირიდოთ მარჯვენა და მარცხენა მოწინააღმდეგეების მეორე შეტევა. სრულიად ბუნებრივიცაა, რადგან ეს არ გახლავთ მეთოდის მიზანი.

მარჯვენა და მარცხენა მოწინააღმდეგეების ეს მეორე შეტევა შესაძლებელი ხდება ზუსტადაც მეორე თვლის არსებობის გამო – მეთოდში – რომელიც ტორის სჭირდება უჩი ტაჩის მოსასროლად თავის ზუსრგსუკან მდგომი მოწინააღმდეისკენ.

სამაგიეროდ, თუკი ო-სენსეის სპირალი დაცულია, ანუ ტორი წრის წინა მარჯვენა უბანზე გადაადგილდება ირიმი-ტენკანის გამოყენებით და, ამჯერად, არა მხოლოდ ირიმის, მაშინ შეძლებს, რომ შევიდეს და მოისროლოს მოწინააღმდეგე ბრუნვის ერთ თვლაში.

N.B.: ირიმი = ირიმი-ტენკანს. შეიძლება ითქვას, რომ ირიმი ვერასდროს ვერ იქნება მარტო. მაშასადამე ასე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ახსენებენ, რომ უფრო მოსახერხებელია შესვლის მოქმედების აღწერა მეთოდში.

ასეთ დროს, ბრუნვის გამო უჩი ტაჩის აღარ ვისვრით მოწინააღმდეგისკენ, რომელიც ტორის ზურგსუკან მდებარეობს, არამედ ამჯერად მარჯვენა მოწინააღმდეგისკენ და თან ამ გადაადგილებისას ხელს ვუშლით მოქმედებაში მარცხენა და უკანა მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ზუსტად ამ დროს ვეღარ სწვდებიან მას.

უშუალოდ მომდევნო წამი ახალი მოქმედების დასაწყისია, რომელშიც ტორი ამჯერად ხმალს ფლობს და რომელშიც უშაულო საფრთხედ მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილი ორი მოწინააღმდეგე რჩება (მარცხენა და უკანა).

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის დეკემბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-56
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)