მეთოდის მიღმა #55

ნიკიო: წინისკენ მიწოლა ბრუნვის დროს

ნიკიოს რეალური გაუძრავება, ყველა სხვა ილეთის მსგავსად, ო-სენსეის სპირალის გამოყენებით მიიღწევა.

ამ გადაადგილებას, რომელსაც უკვე კარგად ვიცნობთ და რომელიც საშუალებას გვაძლებს მოწინააღმდეგეთა წრიდან გავიდეთ, ერთი მნიშვნლოვანი შედეგი მოჰყვება: პოზიცია, რომელსაც ხელის სახსრის ჩაკეტვისას ვიღებთ, სრულიად საპირისპიროა იმისა, რომელსაც ამ დროს მეთოდით შესრულებისას ვღებულობთ.

შედეგი შემდეგნაირი გახლავთ: მაშინ, როდესაც მეთოდში გაუძრავება წინა ფეხისკენ პირდაპირი ჩასვლით მიიღწევა, რეალური მუშაობისას უკან მდებარე თეძო იმ პოზიციაშია, რომ შეუძლია ბრუნვით და, ამჯერად, სხეულის მთელი სიმძლავრით მიაწვეს წინ.

მაშასადამე, ნიკიოს გაუძრავება სინამდვილეში წინისაკენ ბრუნვის საშუალებით სრულდება და არა უკან მოქაჩვით ან ბიუსტის დახრით პირდაპირ, წინისაკენ.

ამის დადასტურებას ო-სენსეისეული ნიკიოს ცნობილ და სადავოდ გამხდარ ფოტოზე ვიპოვით მის წიგნში „ბუდო“ (ფოტო 23, გვ. 45 ინგლისური გამოცემისა). აქ ო-სენსეი უცნაურად საპირისპირო დგომშია თანამედროვე აიკიდოს კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ამის მიზეზი ის არ გახლავთ, რომ ის ცდებოდა ან ამ მოძრაობამ « ევოლუცია » განიცადა იმ შორეილი ეპოქის (1938) შემდგომ. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ერთადერთი და ავთენტური ხერხია ამ ტექნიკის შესრულებისათვის: ნიკიო სრულდება უკანა თეძოთი, რომელიც წინ აწვება, რაკი ის დატენილია და მზადაა, ძალა გასცეს, და არა წინა თეძოთი, რომელიც ამ დროს სრულიად უძლურია.

N.B.: ყურადღებით დავაკვირდეთ ო-სენსეის ფოტოზე უკეს მდგომარეობას. კარგად ჩანს, რომ ის არ მოჰყავთ ტორის ტერფებისკენ, როგორც ეს მეთოდში ხდება მთელი იმ რისკებით, რომელთაც ეს ამბავი შეიცავს, არამედ პირიქით, ტორისათვის გდების მხარესაა და ეს სავსებით შეესაბამება უკანა თეძოთი მიწოლას.

თუკი ტორის მეორე ხელი ვიდრე უკეს მაჯასთან ჩასრიალდებოდეს, ჯერ მის იდაყვზე იდება, ეს იმიტომ ხდება, რომ ამ დროს უკეს იდაყვის ქვედა დონეზე შესანარჩუნებლად ვიყენებთ. ამ დეტალის შემოწმება ამჯერად „ბუდოს“ 45-ე გვერდზე, ფოტო 21-ზე შეიძლება (იქ ო-სენსეი უკეს იდაყვს საკუთარი ჩავლების მაჯისკენ ჩასრიალებამდე აკონტროლებს).

მართლაც, თუ უკეს იდაყვი ზევით ავა, როდესაც ტორი წინისაკენ აწვება, მაშინ იკიო უნდა გავაკეთოთ, ან ამ მდგომარეობასთან თავსებადი ნებისმიერი სხვა ილეთი, ანდაც « დავიბრუნოთ » ნიკიო მეორე ხელის ჩავლების საპირისპიროდ შეტრიალებით, რომელმაც ამჯერად უკეს წინამხარს ქვევიდან უნდა გაუაროს (როგორც ეს ნაჩვენებია ვიდეოზე).

სამაგიეროდ, კლასიკური ნიკიო შეუძლებელია, როდესაც უკეს იდაყვზე კონტროლი იკარგება და როდესაც ამის გამო ის ძალიან ზევით ადის. რეალური მუშაობისას, მეთოდისაგან განსხვავებით, მეორე ხელი მყისიერად არ ევლება მაჯაში, საწყის ეტაპზე უკეს იდაყვს ინარჩუნებს ქვევით და მაჯას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ კეტავს, როცა იდაყვი უკვე ვეღარ ავა ზევით. 

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის დეკემბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Sunday, 9 აპრილი, 2017, Aikido Gasshuku 2017, Antibes, France

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-55
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)