მეთოდის მიღმა #54

ტაჩი დორი #3: ხელის გაუგებარი შეცვლის მიზეზი

ტაჩი დორის ეს სავარჯიშო, ისე როგორც მეთოდის ფარგლებში სრულდება, მოითხოვს, რომ უშუალოდ გდების წინ ტორიმ შეცვალოს ხელი ხმლის ტარზე (ცუკა), როგორც ნაჩვენებია ეს ვიდეოს პირველ ნაწილში.

ხელის ეს ცვლა სრულიად გაუგებარია, რადგან ის არ სძენს დამატებით ძალას ტორის, პირიქითაც კი: აიძულებს მას დაარტყას მარჯვენა ხელის მჭრელი ნაწილი, რომელიც ისედაც უკვე წინაა და ამიტომაც ვერ იყენებს მარჯვენა თეძოს ძალას, ვინაიდან მარჯვენა თეძოც უკვე წინაა და მეტად წინ წასვლის არანაირი შესაძლებლობა აღარა აქვს.

დარტყმაც და გდებაც ბევრად უფრო მძლავრი და შედეგიანი იქნებოდა, ტორის ხელის შეცვლის გარეშე (ანუ ნარცხენა ხელით) და უკანა თეძოდან (მარცხენა) რომ დაერტყა. აქ უკანა თეძო მომართულია და შეუძლია კენის მეორე სუბურის ანალოგიური ძალა წარმოშვას (ეს შესაძლებლობაც ნაჩვენებია ვიდეოზე).

მაშ რად არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და რატომ ვცვლით ხელებს?

ამ შეკითხვის პასუხიც, როგორც ყოველთვის, ერთ მოწინააღმდეგესთან სწორხაზოვანი მუშაობიდან რამდენიმე მოწინააღმდეგესთან წრიულ მუშაობაზე გადასვლაში უნდა ვეძიოთ.

როგორც ამ ვიდეოს მეორე ნაწილში ჩანს, ტორი წრის წინა მარჯვენა უბანზე უნდა შევიდეს. ის ამ ირიმის ო-სენსეისეული სპირალით ახორციელებს, ბრუნით, რომელიც ადგილებს უცვლის მის თეძოებს და მარჯვენა თეძოს ამჯერად ამჯერად უკანა თეძოდ აქცევს.

მაშასადამე ნამდვილი გდება იმ მოწინააღმდეგს მხარესაა, რომელიც მოქმედების დაწყებამდე ტორისაგან მარჯვნივ იდგა. ის უკანა (მარჯვენა) თეძოს წინისაკენ ტრიალით და, აქედან გამომდინარე, მარჯვენა ხელის დარტყმით ხორციელდება.

აი, რატომ უნდა შეიცვალოს ხელები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელის შეცვლა ამ შემთხვევაში სრულიად ბუნებრივია და დროში ერწყმის ბრუნვას, მაშინ როცა სრულიად ხელოვნური იყო მეთოდის სწორხაზოვან სავარჯიშოში.

ყოველივე ამის შემდეგ ვხვდებით, რომ ხელის ეს შეცვლა, მიუხედავად მისი ხელოვნურობისა მეთოდში, ის იქ მაინც და აუცილებლად უნდა შენარჩუნებულიყო. ეს მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მინიშნებაა იმისათვის, რომ მოწაფემ ერთ მშვენიერ დღეს შეძლოს და – მოთმინებით შეძენილი სწორი ბაზების საფუძველზე – ავთენტური მუშაობა აღმოაჩინოს. აქ იგულისხმება საიტო სენსეის მიერ თავისი სწავლების გრძელ გზაზე დაწყობილი პატარ-პატარა კენჭები, რათა საშუალება მიეცეს მოვარჯიშეს, ერთ დღესაც დატოვოს მის მიერ შექმნილი მეთოდის ფაფუკი ლოგინი და ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას აიკიდოს რეალობაში გაბედოს შებიჯება.

მორიჰირო საიტოს სრულად ჰქონდა გააზრებული იმ სამუშაოს მნიშვნელობა, რომელსაც ის ჭიანჭველის სიზუსტითა და რუდუნებით ასრულებდა. მას გააზრებული ჰქონდა თავისი პასუხისმგებლობა იმ ტექნიკური ხიდების შექმნაში, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა შეგვენარჩუნებინა მისასვლელი ო-სენსეის ორიგინალურ მუშაობასთან და რომლის გულშიც საფუძვლების პედაგოგიკის დახვეწის აუცილებლობა იდო. იმ ერთგულებისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ო-სენსეის ავთენტური ხელოვნების შესასწავლად აუცილებელი შეკუმშული მეთოდის შექმნისას და იმ წითელი ძაფების შენარჩუნებისათვის, რომლებიც მეგზურებად დაგვიტოვა ერთიდან მეორეში გადასასვლელად, მორიჰირო საიტოს ვერასოდეს ვერ გადავუხდით საკადრის მადლობას.

ფილიპ ვოარინო, 2016 წლის დეკემბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 2 ივნისი, 2017, BTAF National Course, Fakenham, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-54
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)